მთავარისიახლეებისამართალიგია ცერცვაძე თავისუფალია!

გია ცერცვაძე თავისუფალია!

Published on

გიორგი ცერცვაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. რუსეთის მოთხოვნით უკრაინაში დაკავებულმა ქართველმა ვიცე-პოლკოვნიკმა საპატიმრო დაწესებულება დატოვა. 
 
"დიდი მადლობა ყველა იმ ხალხს ვინც მხარს მიჭერდა,"-განაცხადა ცერცვაძემ, ხოლო შეკითხვაზე "რას ედავება რუსული მხარე," მან განაცხადა, რომ არ იცის. 
 
ცერცვაძის გათავისუფლებას წინ უძღვოდა პროკურატურის გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის შესახებ.  
 
შეგახსენებთ, რომ დღეს გია ცერცვაძის სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციიდან არ მიუღია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, შესაბამისად პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო, თუმცა მოგვიანებით ბიუროკრატიული დეტალები მოგვარდა და ცერცვაძე გაათავისუფლეს.
 
გიორგი ცერცვაძის ადვოკატი ქსენია პროკონოვა ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით პირველი ეტაპი წარმატებულად დასრულდა, თუმცა კიდევ რამდენიმე ეტაპია დარჩენილი.
 
„პროკურატურამ ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა იმის გაკეთება, რაც უნდა გაეკეთებინა რომ არ დაეპატიმრებინა. პირველი ეტაპი გავიარეთ, გათავისუფლება, მეორე ეტაპია გასავლელი რომ არ გადასცენ რუსეთს და შემდეგ უკვე ბრალის მოხსნა რუსეთში,“-განაცხადა ქსენია პროკონოვამ.
 
მისივე თქმით ექსტრადიციის პროცესის შემოწმება გრძელდება და გადაწყვეტილების მისაღებად უკრაინის პროკურატურას 40 დღე აქვს. პროკურატურის ოფიციალური პოზიცია ცნობილია, თუმცა სამართლებრივად ის ჯერ გაფორმებული არ არის. 
 

უკრაინის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ გია ცერცვაძის განთავისუფლება მოყვა იმას, რომ ერთად დადგდნენ უკრაინისა და საქართველოს ოპოზიციური ძალები, მისი თანამებრძოლები.
 
უკრაინის მხარემ ქართველი მებრძოლის, გია ცერცვაძის გამოშვებით, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინის  გენერალური პროკურორი, რომელმაც საჯაროდ დადო გუშინ მისი განთავისუფლების პირობა, სასამართლომ დღეს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. სემდეგ ალბათ მიიღეს გადაწყვეტილება, საბოლოო ჯამში შეწყვიტეს საერთოდ სისხლის სამართლის საქმე და წარმოება, როგორც ჩანს და ამით მოხდა დაჩქარება. ასეთი ინსტრუმენტი პროკურატურას აქვს ზოგადად და ამიტომ, მე მგონი ასე დაჩქარდა გამოშვება. სასიხარულოა, რომ უკრაინის მხარე და უკრაინის ხელისუფლება მაინც მოიქცა საქართველოს ხელისუფლებაზე უფრო ღირსეულად. იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც გაყიდა საკუთარი მებრძოლები და მთელი მონაცემების ბაზა, პატრიოტების, რომლებიც იცავდნენ ტერიტორიულ მთლიანობას, გადასცა საქართველოს მთავარ მტერს. ეს არის სამარცხვინო საქციელი და ზომებია მისაღები საქართველოში იმის საწინააღმდეგოდ, რომ ჩვენი პატრიოტები და ოფიცრები არ გახდნენ რუსეთის ამ ვერაგული პოლიტიკის მძევლები. “ – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...