მთავარისიახლეებიპოლიტიკანიკა მელია: სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომებიც გასაგებია და ჯარიმაც მისაღებია, მაგრამ...

ნიკა მელია: სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომებიც გასაგებია და ჯარიმაც მისაღებია, მაგრამ ბატონი კალაძეც არღვევს შეკრებების ათკაციან ლიმიტს და საინტერესოა დააჯარიმებენ თუ არა?!

Published on

ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, რომელმაც ერთერთმა პირველმა შეაფასა უარყოფითად დღეს ზუგდიდში მოსახლეობისათვის დამცავი პაკეტების დარიგებისას მომხდარი დარღვევა, სვამს კითხვას: დაისჯება თუ არა ასეთივე დარღვევისათვის თბილისის მერი კახი კალაძე.

,,საპატრულო პოლიციამ 15 ათასი ლარით დააჯარიმა “ახალგაზრდა ლიდერთა ინიციატივა” , ორგანიზაცია, რომელიც დამცავ პაკეტებს არიგებდა ზუგდიდში.-აცხადებს ნიკა მელია – სახელმწიფოს მიერ გატარებული ზომებიც გასაგებია და ჯარიმაც მისაღებია, მაგრამ კარგი იქნებოდა, ყველაფერი რომ ისევ და ისევ შერჩევით არ ხდებოდეს.

ბატონი კალაძეც არღვევს იგივე დეკრეტის იგივე ნორმას – შეკრებების ათკაციან ლიმიტს და საინტერესოა დააჯარიმებენ მერ კალაძეს, თუ არა?!

ამასთან ნიკა მელიამ განმარტა, რომ ხალხმრავლობის გამო არსებული რისკების გაანალიზების შემდეგ, პარტიის წევრების მხრიდან დამცავის საშუალებების დარიგების პროცესი მაშინვე შეწყდა

შეგახსენებთ მსგავსი ტიპის აქცია ჩატარდა თბილისში, რომელსაც მერი კახა კალაძე ესწრებოდა, სადაც დახურულ სივრცეში ასევე იყო შეკრებილიიყო 10ზე მეტი ადამიანი, რასაც სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოგყოლია.

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...