მთავარისიახლეებისაზოგადოებასაჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების დაწყება იგეგმება

საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლების დაწყება იგეგმება

Published on

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანმანათლებლო პროცესის შეჩერების პერიოდში, სკოლებში დისტანციური სწავლება გაგრძელდება. განათლების სამინისტრო სწავლების კიდევ ერთი მოდელის იმპლემენტაციას უახლოეს პერიოდში გეგმავს. არსებულ მიდგომებზე უწყებამ სკოლებს რეკომენდაციით უკვე მიმართა.

“დღეს ყველა სკოლის ადმინისტრაციას ექნება განათლების სამინისტროს მიერ მომზადებული რეკომენდაციები. მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია შედგეს სკოლის ადმინისტრაციას, მასწავლებელს, დამრიგებელს, მშობელსა და მოსწავლეს შორის. სწორად დაიგეგმოს გარკვეული აქტივობები არდადეგების პერიოდში და, პარალელურად, განათლების სამინისტრო მუშაობს იმაზე, რომ გამართოს გარკვეული სასწავლო მიმართულებით დისტანციური სწავლება. სავარაუდოდ, ხვალ უკვე შესთავაზებს სწავლების განსხვავებულ მოდელს,”-განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ.

სიახლეები

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...

“ასავალ-დასავალის” ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძეს სტუ-ში ლექტორის უფლებამოსილება შეუჩერეს

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს, დიტო ჩუბინიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასწავლიდა, სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა. ამ...

შოიგუ-ოცნებამ 2024-ში გადატრიალება აღკვეთა და ეროვნული ინტერესების დაცვის კურსი აიღო

მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ კურსს იწონებს. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ აცხადებს, რომ...

სოფელ შამგონაში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა – გარდაცვლილია ერთი ადამიანი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ავტომობილი დაიწვა,შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა ცეცხლმოკიდებული ავტომობილიდან...