მთავარიUncategorized„სრული სიცრუეა, რომ ცოტნეს მდგომარეობა დამძიმდა - ცოტნე არის კარგად და...

„სრული სიცრუეა, რომ ცოტნეს მდგომარეობა დამძიმდა – ცოტნე არის კარგად და სტაბილურად. გამოჯანმრთელება ხანგრძლივი პროცესია და ნელა მიდის, მაგრამ დინამიკა არის დადებითი”

Published on

ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ანა ჯაბაურის განცხადებით, ცოტნე გამსახურდია თურქეთში ერთ-ერთ ყველაზე მაღალი სტანდარტის ჰოსპიტალში გადის მკურნალობას.

როგორც ანა ჯაბაურმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პაციენტს ყველა საჭირო გამოკვლევა უტარდება და მისი სხვა ჰოსპიტალში გადაყვანა არ იგეგმება.

„ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტის, ძვირადღირებული და საკმაოდ ცნობილი ჰოსპიტალი, რომელშიც ყველა ექიმმა კარგად იცის თავის საქმე. გარდა იმისა, რომ მე აქ ვიმყოფები და ცოტნესთან ვარ, პროფესიით ვარ ექიმი და არანირი ლაფსუსი მე არ გამომეპარება. ცოტნეს უკეთდება ყველაფერი, რაც საჭიროა და უკვე როდესაც რეაბილიტაცია იქნება საჭირო, საჭირო მომენტში იგი გადავა სხვა კლინიკაში სარეაბილიტაციოდ. არავითარი თურქულ კლინიკაში და სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა არ მოხდება,ჩვენ გადავიყვანთ მას პირდაპირ სარეაბილიტაციო ცენტრში, როცა ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

როგორც მან აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

„სრული სიცრუეა ის, რომ დამძიმდა ცოტნეს მდგომარეობა. ცოტნე არის კარგად და სტაბილურად. ხანგრძლივი პროცესია და ნელ-ნელა მიდის გაუმჯობესება, მაგრამ დინამიკა არის დადებითი და ცოტნე არის კარგად“, – აცხადებს ჯაბაური.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას დედის მანანა არჩვაძე-გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილის მდგომარეობა „კრიტიკულად მძიმეა“.

„გთხოვთ გამოიჩინოთ თანადგომა, რათა ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია ფატალური შედეგისაგან ან სამუდამო დაინვალიდებისაგან. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მესამე თვე სრულდება სტამბულის აჩი ბადენის კლინიკაში მოთავსებიდან . შედეგი თითქმის უმნიშვნელოა. ეს კლინიკა არ არის ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობის მაპროფირებელი. ეს გახლავთ ჩვეულებრივი, ონკოლოგიაზე ორიენტირებული სამოქალაქო საავადმყოფო, რომელიც უძლურია მსგავსი ავადმყოფების მიმართ ჩაატაროს მკურნალობის ის მეთოდები, რომელიც ცოტნეს მდგომარეობას დიამეტრალურად შეცვლის”, – წერს მანანა არჩვაძე-გამსახურდია თავის „ფეისბუქ“ გვერდზე.

სიახლეები

“პუტინის რეჟიმის ინსტრუქცია დააკოპირეს”: ენმ გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიის წევრის, გია ბარამიძის დაკავებასთან დაკავშირებით პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა. "ნაციონალური მოძრაობისა და მისი ერთ-ერთი ლიდერის,...

რიკოთზე საპატრულო პოლიციის მანქანები შეეჯახნენ, ერთს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

სურამთან, რიკოთის მაგისტრალზე საპატრულო პოლიციის ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად, პოლიციის ერთ მანქანას...

ეს ქართული მართლმსაჯულების სირცხვილია – იაგო ხვიჩია გიორგი ბარამიძის დაკავებაზე

"თავისუფალი ხალხის პარტიის" ლიდერი იაგო ხვიჩია, რომლის საავტორო გადაცემაში "საქართველოს დაბადება" ნაცმოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა...

თურქი დიჯეი,რომელიც აგვისტოში სოხუმში უკრავდა თბილისში კონცერტს გამართავს

25 სექტმებრს, თბილისში REPUBLIC EVENT HALL -ში დაანონსდა თურქი მუსიკოსის Berat Mert Demir (https://caspianmusic.ru/beratmertdemir)...