მთავარისიახლეებიმსოფლიორატომ არ მიიწვიეს საქართველოს დელეგაცია დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე?

რატომ არ მიიწვიეს საქართველოს დელეგაცია დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე?

Published on

საქართველოდან დელეგაცია არ არის მიწვეული აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რომელიც   20 იანვარს შედგება.
ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით,საქართველო  ყველა სხვა  ქვეყნის მსგავსად, მხოლოდ აშშ-ში აკრედიტებული დიპლომატიური მისიით, კერძოდ, ელჩით  იქნება წარმოდგენილი.
 
დონალდ ტრამპმა ისაუბრა, თუ ვის ხილვას ისურვებდა თავის ინაუგურაციაზე ,,ვიწვევთ ჩვეულებრივ ადამიანებს და ცალკეულ ფიგურებს, რომლებიც პოლიტიკისა და კულტურის სფეროებში მოღვაწეობენ აშშ- ში და უცხოეთის ქვეყნებში,,
,,ეს  იქნება ყველაზე თბილი ინაუგურაცია, როგორიც კი აქამადე ჩატარებულა  '' – განაცხადა მან.
 
ცნობილი ხდება, რომ ინაუგურაციას დაესწრება ჰილარი კლინტონი თავის მეუღლესთან ბილი კლინტონთან ერთად, ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუში მეუღლითურთ და , ექსპრეზიდენტი ჯიმი კარტერი მეუღლესთან ერთად . ინაუგურაციაზე მიწვეულია 92 წლის ექსპრეზიდენტი ჯორჯ ბუში – უფროსიც, მაგრამ ვარაუდობენ, რომ იგი ვერ სეძლებს მისვლას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. 
 
 ,,A '' სიაში შემავალი ბევრი  ე.წ. სახელოვანი ადამიანი ელოდა ბილეთს ჩემს ინაუგურაციაზე, მაგრამ  ნახეთ, რა უქნეს მათ ჰილარის. მე  მინდა  ხალხი – '' – წერს ტრამპი ,,თვითერზე''
უკცვე ცნობილია, რომ ტრამპის ინაუგრაცია ყველაზე ძვირადღირებული, რეკორდული იქნება ამერიკის პრეზიდენტების ინაუგურაციებს შორის, აშშ მედია წერს, რომ საბოლოო ჯამში ამ ღონისძიებას მოხმარდება  200 მილიონი დოლარი, თავად ტრამპი მასში  90 მილიონ დოლარს ჩადებს.   ( შედარებისთვის: ობამას ინაუგურაციაზე 55 მილიონი დაიხარჯა.)  
 
დონალდ ტრამპმა უარი თქვა სპიჩრაიტერების მომსახურებაზე, ის თავად დაწერს სიტყვას, რომლითაც ინაუგურაციაზე უნდა გამოვიდეს. აქამდე ეს მხოლოდ ჯონ კენედის და რონალდ რეიგანს გაუკეთებიათ.
 
 ძირითადი საინაუგურაციო ღონისძიებები სამ დღეს  – 19 -დან 21 იანვრამდე გასტანს. 
რაც შეეხება პროგრამას:   ინაუგურაცია დაიწყება 20 იანვარს, შუადღეს, იმ მომენტიდან , როცა ბარაქ ობამას საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა ეწურება, ეს არის
საკვანძო მომენტი, როცა ახალი  პრეზიდენტი ტრამპი დადებს ფიცს აშშ ხალხის   წინაშე.   იმავე საღამოს გაიმართება საზეიმო მეჯლისი, რომელსაც ტრამპი მიიღებს.
აშშ ჰიმნს ინაუგურაციაზე შეასრულებს 16 წლის მომღერალი ჯეკი ივანკო, რომელსაც უკრაინული ფესვები აქვს. ცერემონიალს გაუძღვება 58 წლის დიქტორი სტივ რეი, რომელმაც ტრამპის სურვილით ჩაანაცვლა 89 წლის ჩარლზ ბროტმანი, რომელიც 1957 წლიდან    ინაუგურაციების უცვლელი წამყვანი იყო.
 
19 იანვარს გაიმართება იმ ვარსკვალავთა კონცერტი , რომელთაც თანხმობა განაცხადეს ტრამპის მიწვევაზე, მათ შორისაა მოცეკვავეთა დასი ნიუ- იორკიდან TheRockettes, რაც, ტრამპის განცხადებით, მეტად სასიხარულოა მისთვის 
 
 პირველი საზეიმო მიღებები ინაუგურაციათან დაკავშირებით 17 იანვარს იწყება.

 

სიახლეები

აღვკვეთეთ 433 840 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანის ფაქტი-საგამოძიებო

შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღკვეთეს ქვეყნის საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა.

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვა თქვა. დღეს სასამართლო ისმენს 14-პირიანი...

ვიდგებით იმ ადამიანების გვერდით, ვისაც სურს იყოს ევროპის ნაწილი-სტენერგარდი საქართველოზე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდიმ ევროსკოპს უთხრა, რომ შვედეთი გააგრძელებს საქართველოში იმ ადამიანების...

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...