მთავარისიახლეებისაზოგადოებახანძრის ყველაზე ბევრი კერა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა

ხანძრის ყველაზე ბევრი კერა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა

Published on

წალენჯიხის ტყეში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია, ხანძარი წალენჯიხაში რამდენიმე დღის წინ გაჩნდა, ხანძრის კერა ოცინდალეს მთებში დაფიქსირდა. მდგომარეობას ძლიერი ქარი ართულებდა,  ხანძრის კერა მიუვალ ადგილაას იყო, ამიტომ ტექნიკით ასვლა ვერ მოხერხდა და  ადგილობრივი მოსახლეობა ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით შეეცადა. ცეცხლი წუხელ  დასახლებულ პუნქტამდე მივიდა და  მდგომარეობა უკიდურესად საშიში გახდა.

ხანძრის განსაკუთრებით ბევრი კერა დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის მთელი ქვეყნის მაშტაბით ხანძრის 7 კერაა შენარჩუნებული. ცეცხლის ჩასაქრობად სხვადასხვა ლოკაციებზე 1000-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული.ხანძრის ქრობის სამუშაოები თითქმის 24 საათის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობს
წალენჯიხაში. მეხანძრეებს ცეცხლის კერებთან ბრძოლა 8 სხვადასხვა ლოკაციაზე მოუწიათ. ხანძარმა გაანადგურა ჩაის პლანტაციები, თხილნარი და ხე-მცენარეები. ამ დროისათვის, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში დაფიქსირებული ხანძრის კერების უმრავლესობა ლოკალიზებულია, რამდენიმე კერაზე კვლავ რჩებიან მეხანძრე მაშველები.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...