მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 3 და 8 მარტის ღონისძიებები გაუქმდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 3 და 8 მარტის ღონისძიებები გაუქმდა

Published on

„კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სკოლებში, ბაღებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სასკოლო ავტობუსებში სადეზინფექციო სამუშაოები იწყება” – ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
“სპეციალური ხსნარით დამუშავდება რეგიონის სახელოვნებო სკოლები. სამუშაოების დროული შესრულებისა და მეტი კოორდინაციისთვის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციამ დროებით სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელშიც ყველა მუნიციპალიტეტის მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, რესურსცენტრები  და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები შევლენ.  პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონა ვირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საბჭომ გასცა რეკომენდაცია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია უკვე მიეწოდათ ადგილობრივ თვითმმართველობებს.  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დედის დღის და 8 მარტის ღონისძიებები, სადაც კონცერტები და სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები იყო დაგეგმილი უქმდება” – აღნიშნულია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...