მთავარისიახლეებიპოლიტიკარაუნდები და მოლაპარაკებები ვერ შედგება - ბოკერია

რაუნდები და მოლაპარაკებები ვერ შედგება – ბოკერია

Published on

„არაფერი არსებითად არ შეცვლილა იმ ვითარების შემდეგ, როცა ბოლოს გესაუბრეთ. ვითარება იგივეა. თუ ბატონი ივანიშვილი გონს მოვა, რომ არსებული ვითარება განიმუხტოს, რასაც ორი რამ სჭირდება – პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და მეორე, გონივრული კომპრომისის პოვნა საარჩევნო სისტემაზე, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ნიშნავს, მგონი, მთელი ოპოზიციაა მოწოდებული, რომ ეს სიტუაცია განიმუხტოს. ოპოზიცია არის ძალიან მოქნილი, იმდენი წინადადება დავუდეთ მაგიდაზე ამისთვის. ჯერ ეს შედეგი არ გვაქვს, თუ ეს შედეგი გვექნება აუცილებლად გაგაგებინებთ. ციფრებზე ლაპარაკს არ ვაპირებ.

ჯერჯერობით ვითარება არ შეცვლილა ივანიშვილის პოზიციის გამო, თუ ეს პოზიცია შეიცვლება, სიხარულით მოგახსენებთ. თუ არადა, ვემზადებით არჩევნებისთვის ამ ქვეყნისთვის ცუდ ვითარებაში. რაუნდები და მოლაპარაკებები, როდესაც არ არის ცვლილება ივანიშვილის ქმედებებში, ვერ შედგება“, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, საქართველოში გერმანიის ელჩის რეზიდენციაში მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატების არაფორმალური შეხვედრა დაახლოებით 19:00 საათიდან მიმდინარეობდა.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...