იუსტიციის ყოფილი სახლის წინ, სადაც ამჟამად დროებით ქალაქის საკრებულოა განთავსებული, სავაჭრო ცენტრ ალიანსის მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების პროტესტის მიზეზი შემოსავლების სამსახურიდან მიღებული წერილობითი შეტყობინებაა, რომელიც მოვაჭრეებმა უწყებისგან უკვე მეორედ მიიღეს. როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს, აღნიშნული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე თუ სალარო აპარატებს არ დადგამენ, მათ შემოსავლების სამსახური დააჯარიმებს. მოვაჭრეების განცხადებით, იყო შეთანხმება, რომ 2016 წლამდე მათ სალარო აპარატების განთავსება არ მოუწევდათ. მოგვიანებით, სავაჭრო ცენტრ ალიანსის თანამშრომლებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა შეხვდა, რომელმაც მათ სიტუაციაში გასარკვევად და საკითხის შესასწავლად დრო ორშაბათამდე ითხოვა.ალიანსის მოვაჭრეები ამბობენ, რომ იმ მძიმე პირობების გათვალისწინებით, სადაც მათ უწევთ მუშაობა, დამატებით სალარო აპარატების დადგმა შეუძლებელია. მათი თქმით, ყველას საბანკო კრედიტები აქვთ და დამატებით სალარო აპარატის სარგებლობის გადასახდელს ვერ გადაიხდიან.სავარო ცენტრ ალიანსის თანამშრომლებმა აღნიშნული მოთხოვნით მიმდინარე წლის 18 მარტსაც გამართა აქცია. დღესაც და მაშინაც უცვლელია მოთხოვნა – როგორც თავად ამბობენ, ისინი ყოველთვიურად იხდიან დაკავებული ფართით სარგებლობის გადასახდელს, რომელიც სოლიდური თანხაა.
ალიანსის მოვაჭრეებმა საკრებულოს წინ აქცია გამართეს (VIDEO)
სიახლეები
საზოგადოება
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო
ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...
საზოგადოება
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო.
რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...
საზოგადოება
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...
სიახლეები
პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს
"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...