მთავარისიახლეებისაზოგადოებაამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დაფიქსირდეს

ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დაფიქსირდეს

Published on

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევაც დაფიქსირდეს.

მისი თქმით, ინფექციურ საავადყოფოში დაკვირვების ქვეშ არის 29 მოქალაქე, აღებულია 24 სინჯი და პასუხებს ელოდებიან.

ამ დროისთვის საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 ადამიანი, აქედან 31 საჩხერეში, 21 აბასთუმანში და ასევე, გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია ძირითადი შენობისგან და იქ არის 35 ადამიანი.

ადამიანებს, რომლებიც საქართველოში შემოდიან იმ ქვეყნებიდან, რომლებშიც კორონავირუსის მაჩვენებელი მაღალია და განსაკუთრებით ჩრდილოეთ იტალიიდან, ამირან გამყრელიძე აძლევს რეკომენდაციას, თუ სიმპტომები არ აღენიშნებათ, 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ. იმ შემთხვევაში, თუ ამ პერიოდში ექნებათ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მიმართონ ექიმს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა, 28 თებერვალს კი მეორე შემთხვევის შესახებ გახდა ცნობილი. პირველი ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოვიდა და ის საბაჟოდან პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მეორე შემთხვევაში კი ჩრდილოეთ იტალიიდან შემოსულმა საქართველოს მოქალაქემ ინფექციურ საავადმყოფოს მხოლოდ მეორე დღეს მიმართა, რადგან მანამდე სიმპტომები არ ჰქონდა.

სიახლეები

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს სახელმწიფო ააშენებს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ...

“ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას “- ტრამპი

"ვარსკვლავებმა და ზოლებმა ნამგალი და ურო ერთხელ უკვე მისცა დავიწყებას და თუ საჭირო გახდება,...

ბაჩო ახალაიას საქმეზე დღეს განაჩენი გამოცხადდება

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ბაჩო ახალაიას საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს. სასამართლო სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული. ყოფილ...

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...