მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი- ზვიად კუპრავა

ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი- ზვიად კუპრავა

Published on

„მანქანა გავაჩერე სადარბაზოსგან დაახლოებით 2 მეტრის მოშორებით. მანქანის კარი ჩავკეტე და ამ დროს მომიახლოვდა ორი ბიჭი. მითხრეს მხოლოდ ერთი სიტყვა – „უკაცრავად“. ამ სიტყვის გაგონებაზე მოვიხედე, თვალებში შევხედე და „სპრეი“ მომენტალურად შემასხეს. ამის მერე არანაირ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც არ ჰქონია ადგილი, აბსოლუტურად ორგანიზებულად ასრულებდნენ თავიანთ საქმეს.

ეს იყო ჯგუფის მიერ ორგანიზებული თავდასხმა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. მათ გამოიყენეს ე.წ. სპრეი, სავარაუდოდ, „წიწაკის გაზი”, რითაც მოახერხეს ჩემი დაბრმავება და მდგომარეობიდან სრულად გამოყვანა. ამის შემდეგ გააგრძელეს „კასტეტით“ თავისა და სახის არეში ფიზიკური შეურაცხყოფა. იარები, რაც მეტყობა, „კასტეტით“ მომაყენეს. ბოლოს კი თავის არეში ჩამარტყეს ღვინის ბოთლი, რომელიც მეგობარმა მაჩუქა ერთი საათით ადრე და მეჭირა ხელში.

ჩემზე თავდასხმაში მონაწილეობდა ორი ადამიანი, მათი გვარებია გახარია და ივანიშვილი“ – განაცხადა კუპრავამ.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...