მთავარისიახლეებისაზოგადოებაშეიქმნა პეტიცია, რომლითაც ახალგაზრდები ზუგდიდში კინოთეატრის დაბრუნებას ითხოვენ

შეიქმნა პეტიცია, რომლითაც ახალგაზრდები ზუგდიდში კინოთეატრის დაბრუნებას ითხოვენ

Published on

პეტიცია “კინოთეატრი ზუგდიდს” ქალაქში კინოთეატრის დაბრუნების მოთხოვნით შეიქმნა. პეტიციის ავტორები თხოვნით მიმართავენ ზუგდიდის მერიას, რომ გაითვალსწინოს მოთხოვნა და ზუგდიდს დაუბრუნდეს კინოთეატრი.

“ქალაქ ზუგდიდს დაუბრუნდეს კინოთეატრი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო ერთადერთი უალტერნატივო საშუალება, სადაც შეიძლებოდა დიდ ეკრანზე ფილმის ნახვა, ის ასევე იყო, არის და იქნება შემეცნებითი და გასართობი. ერთდროულად ბიზნესიც და ხელოვნებაც. ის აერთიანებდა დიდსა და პატარას. შშმპ და არა შშმ პირებს, ამდენად, კინოს მიმართ ინტერესი განუსაზღვრელად დიდი იყო და მისი ჩანაცვლება გართობის თვალსაზრისით ჩვენმა ქალაქმა ვერაფრით მოახერხა.

კინო, არა მხოლოდ გასართობია. მას უდიდესი ზეგავლენის, პროპაგანდის, აღზრდის და შემეცნების ფუნქციაც აქვს, რომელიც ჯანსაღად იმოქმედებს ახალგაზრდებზე, როგორც მენტალური, ასევე კულტურული თვალსაზრისით, და შევძლებთ, რომ მოწყენილობისა და უმოქმედობისგან გზასაცდენილ თაობაზე ვიმოქმედოთ დადებითად და ასევე, ხელი შევუშალოთ ახალგაზრდების მიგრაციას ქალაქიდან.

ჩვენი პეტიცია ყოველნაირად აპოლიტიკურია, გთხოვთ (!!!) დაგვიბრუნეთ კინოთეატრი, როგორც გართობის, მეგობრების წრეში დროის გატარების და სხვა უამრავი ნაცნობების და უცნობების შეკრების კულტურული კერა. როგორც დიდ ეკრანზე ფილმის ნახვის ესთეტიკური სიამოვნება.

მივმართავთ თხოვნით ქალაქ ზუგდიდს მერიას და უშუალოდ ბატონ გიორგი შენგელიას, გაითვალისწინოს ჩვენი თხოვნა და დაგვეხმაროს ამ კარგი საქმის რეალიზაციაში.”- წერია პეტიციაში, რომელსაც ამ დროისთვის 125 ხელმომწერი ჰყავს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...