მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავა

Published on

   თურქეთის პოლიციამ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ 20 წევრი დააკავა, რომლებიც სტამბოლში ახალ წელს ღამის კლუბში ტერორისტულ აქტში მონაწილეობაში არიან ეჭვმიტანილნი, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“. თურქი სამართალდამცველების ოპერაცია ქალაქ იზმირში ჩატარდა, სადაც ოთხ სხვადასხვა ადგილას 20 ადამიანი დააკავეს, აქედან 11 ქალია. დღეს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სტამბოლში ტერორისტული აქტის ჩამდენის ვინაობა დადგენილია, თუმცა დეტალები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გაუმჟღავნებია.
 
 

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...