მთავარისიახლეებისაზოგადოებაცვლილება სტუდენტთა დაფინანსების წესებში - ოთხწლიანი გრანტი მხოლოდ ეროვნული...

ცვლილება სტუდენტთა დაფინანსების წესებში – ოთხწლიანი გრანტი მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგებით აღარ გაიცემა

Published on

დღეს განათლებისა და მეცნიერების განვითარების სტრატეგიული გეგმის წარდგენაზე განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ 2017 წლიდან სტუდენტთა დაფინანსების წესი შეიცვლება.
 
კერძოდ, მისი თქმით, აკადემიური მოსწრება ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისათვის გადამწყვეტი უნდა იყოს და აბიტურიენტი მხოლოდ ეროვნული გამოცდების შედეგებით ოთხწლიან გრანტს არ უნდა იღებდეს უნდა შეიქნას  ახალი სისტემა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული. 
 
„შევეცდებით, ახალგაზრდები იმ პროფესიაში, იმ მიმართულებით დავაფინანსოთ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდებიან. აკადემიური მოსწრება ყოველწლიურად დაფინანსების მოპოვებისათვის გადამწყვეტი უნდა იყოს. ეს კომპონენტი დღევანდელ სისტემაში გათვალისწინებული არ არის. მოგეხსენებათ, დღეს ერთხელ თუ მიიღო სტუდენტმა გრანტი, ის მას ბოლომდე მიყვება მიუხედავად აკადემიური შედეგებისა“,– განაცხადა ჯეჯელავამ და დასძინა, რომ აღნიშნული სწორ მიმართულებებს არ წაახალისებს.
 
სტუდენტთა დაფინანსების წესის ცვლილებას  პარლამენტში მიესალმებიან. განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ არსებული მოდელი ახალგაზრდებში სწავლის სტიმულის გაღვივებას ხელს არ უწყობს. მისი აზრით, გრანტის გაგრძელების ვადაცა და ოდენობაც ყოველწლიურად, სტუდენტის დამსახურების მიხედვით უნდა განისაზღვრებოდეს.
 
“მინისტრის პოზიციას ვეთანხმები, რადგან დღევანდელი სისტემა სწავლის პროცესში აკადემიური მოსწრებისათვის მოტივაციის ხელშემწყობი არ არის. როდესაც აბიტურიენტი 4 წლის ვადით დაფინანსების გარანტიას იღებს იმის მიუხედავად თუ რა შედეგებს აჩვენებს წლიდან წლამდე, რა თქმა უნდა, მოტივაციისათვის ნეგატიურია.
 
„კურსიდან კურსზე გადასვლისას კონკრეტული ზღვრები უნდა დაწესდეს, რომელიც სტუდენტს საშუალებას მისცემს არსებული დაფინანსება შეინარჩუნოს. სასწავლო გრანტის გაგრძელებაცა და თანადაფინანსების პროცენტიც  ბაკალვრიატის დონეზე შეფასებებთან გარკვეულ კორელაციაში უნდა იყოს. ესაა პრაქტიკა, რომელიც ყველა წარმატებული ქვეყნის წარმატებულ უნივერსიტეტშია დანერგილი,“ – განაცხადა მარიამ ჯაშმა
 
 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...