მთავარისიახლეებისამართალი,, ქოცები გულაობენ''- მამუკა ღლონტი ეხმაურება სასამართლო გადაწყვეტილებას ,,მაესტროს'' ლოგოსთან დაკავშირებით

,, ქოცები გულაობენ”- მამუკა ღლონტი ეხმაურება სასამართლო გადაწყვეტილებას ,,მაესტროს” ლოგოსთან დაკავშირებით

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია ,,მაესტროს'' ლოგო  გია გაჩეჩილაძეს მიეკუთვნა. ამ ეტაპზეასედასრულდა სასამართლო დავა ლოგოს გამოყენების უფლების ირგვლივ , რომლის დაბრუნებასაც ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე მოითხოვდა. დღეს მოსამართლემ  ბათილად სცნო 2014 წლის 24 ოქტომბრის პარტნიორთა კრებისხელშეკრულება , რომლის საფუძველზეც სტუდია მაესტროს 72%  წილის მფლობელებმა ლოგო  საკუთრებაში ბაჩო კიკაბიძეს გადასცეს. მოსამართლემ განაცხადა, რომ გენერალურ დირექტორს არ ჰქონდა უფლებამოსილება ოქმი გაეფორმებინა.
 
კიკაბიძის განცხადებით, სასამართლომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა. მისივე თქმით, ივანიშვილმა სასამართლოს მეშვეობით მას ინტელექტუალური საკუთრება წაართვა.
სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სოციალურქსელში ტელეკომპანია „მაესტროს“ ერთერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტიც ეხმაურება .
 
„დღეს ქოც-სასამართლომ ჩამოართვა “მაესტროს“ ერთ-ერთ მთავარ დამფუძნებელს ბაჩო კიკაბიძეს ბრენდი “მაესტრო“ და გადასცა “მაესტროს“ ამჟამინდელ დე-ფაქტო მფლობელს ირაკლი რუხაძეს. აი ასე “გულაობენ“ ქოცები და მათი “მოურავები“,  ოღოდ, ადრე თუ გვიან, ყველაფერს მაინც დავიბრუნებთ. მანამ კი მიდით, ბიჭებო,  ძალა აღმართს ხნავს.  სამწუხაროა, რომ სასამართლოში მოლოდ რ2 მოვიდა, სხვა მედიებს, ეტყობა, არ აინტერესებს ერთ დროს თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის “მაესტროს“ ბედი“- წერს ღლონტი

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...