მთავარისიახლეებისამართალიტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი დღეს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდება

ტელეკომპანია “იბერიის” ჟურნალისტი გიორგი გასვიანი დღეს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდება

Published on

    ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი დღეს მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდება. ის აპირებს ასევე ბორჯომში შეხვდეს პროკურორებს და გაეცნოს საქმის დეტალებს, ამის შემდეგ კი, დაგეგმილია მისი და მთავარი პროკურორის შეხვედრაც. ”ჯერ ბორჯომში შევხვდები პროკურორებს. შეხვედრას დაესწრება ჩემი ადვოკატიც. გავეცნობი თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება. ამის შემდეგ შევხვდები მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს. მან მითხრა, დეტალურად ჩაგაყენებ საქმის კურსში და საქმის დეტალებს გაგაცნობო. ბორჯომში პროკურორებთან შეხვედრის შემდეგ უფრო მეცოდინება რაზე ვისაუბრებ ირაკლი შოთაძესთან. ზუსტი დრო არ არის დანიშნული”, – განაცხადა გიორგი გასვიანმა. ტელეკომპანია "იბერიის" ჟურნალისტი გიორგი გასვიანი ბორჯომის პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. 
 
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...