მთავარისიახლეებიმსოფლიო„ მე არ გავყიდი იერუსალიმს“ - პალესტინური ავტონომიის ლიდერმა განაცხადა, რომ...

„ მე არ გავყიდი იერუსალიმს“ – პალესტინური ავტონომიის ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია გაწყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას ისრაელსა და აშშ-სთან

Published on

პალესტინური ავტონომიის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ისრაელსა და აშშ-სთან გაწყვეტს ყოველგვარ ურთიერთობას, მათ შორის, უსაფრთხოების სფეროში. ამის მიზეზია უთანხმოება ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმაზე, რომელიც მიმდინარე კვირაში წარმოადგინა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

კაიროში, არაბული სახელმწიფოების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას, აბასმა თქვა, რომ არასოდეს მიიღებს ტრამპის მიერ შემოთავაზებულ პირობებს. აბასის სიტყვებით, ამ გემის საფუძველზე ის არ აწარმოებს ისრაელთან მოლაპარაკებებს. პალესტინელთა ლიდერის თქმით, მას არც ტრამპთან ექნება კავშირი.

ტრამპის გეგმა მანამდე უკუაგდეს როგორც პალესტინური ავტონომიის ხელმძღვანელობამ, ისე ღაზის სექტორის რადიკალურმა მოძრაობა „ჰამასმა“.

საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ მოიწონეს აშშ-ის პრეზიდენტის ძალისხმევა კონფლიქტიდან გამოსავლის ძიების საქმეში და კონფლიქტის ორივე მხარეს მოუწოდეს, შეისწავლონ აშშ-ის წინადადებები, თუმცა პირდაპირ არ დაუჭერიათ მათთვის მხარი. ტრამპის გეგმა ცალსახად უკუაგდეს ირანმა და სირიამ.

გეგმა, რომელსაც ტრამპმა „საუკუნის გარიგება“ უწოდა, ითვალისწინებს დამოუკიდებელი პალესტინური სახელმწიფოს შექმნას, მაგრამ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ტერიტორიის მხოლოდ ნაწილზე და ღაზის სექტორში. გეგმის თანახმად, ისრაელს უნდა ერგოს მდინარე იორდანეს ველი, გარდა ამისა, იერუსალიმი უნდა გახდეს ისრაელის ერთიანი და განუყოფელი დედაქალაქი (თუმცა აღმოსავლეთი იერუსალიმი მასში ნახსენებია, როგორც პალესტინური სახელმწიფოს დედაქალაქი).

გეგმა ასევე ითვალისწინებს პალესტინელებისთვის 50 მილიარდი დოლარის გამოყოფას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოიწონა გეგმა. მაგრამ პალესტინელები მის ბევრ დებულებას მიუღებლად მიიჩნევენ. კაიროში გამართულ შეხვედრაზე აბასმა განაცხადა, რომ ის „არ გაყიდის იერუსალიმს“.

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...