მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში მედდების გადამზადების კურსები იწყება.

სამეგრელოში მედდების გადამზადების კურსები იწყება.

Published on

სამედიცინო კორპორაცია ევექსი  აგრძელებს  საქართველოში მედდების გადამზადების პროგრამას. ამჯერად კორპორაცია სამეგრელოში იწყებს მედდების კვალიფიკაციის  ასამაღლებელ უფასო კურსებს. პროექტი მიზნად ისახავს  საქართველოს მასშტაბით  ექთნების  კვალიფიკაციის  ამაღლების  მიზნით თეორიული და პრაქტიკული სწავლების ჩატარებას. კონკურსანტებისათვის ლექციები  უფასოა და დაფინანსებულია  სამედიცინო კორპორაცია  ევექსის მიერ. პროგრამის  დასასრულს  ყველა  ის კანდიდატი, რომელიც გამოცდაზე გადალახავს საკვალიფიკაციო ბარიერს, დასაქმდება კორპორაციის  ქსელში არსებულ ჰოსპიტალებში. ექთნების გადამზადების პირველი გრძელვადიანი პროგრამა  ევექსის  სასწავლო ცენტრის ორგანიზებით იმერეთში უკვე განხორციელდა და კურსში 122 კანდიდატი მონაწილეობს, რომელტაგანაც საუკეთესოები დასაქმდებიან კორპორაციის ქსელში არსებულ სამედიცინო ცენტრებში. სამეგრელოში საექთნო პროფესიულ სასწავლო კურსზე საბუთების მიღება 4 მაისს დაიწყო და 1 ივნისამდე გაგრძელდება.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...