მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია ბათუმში- საქართველოს საგზაო დეპარტამენტს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

აქცია ბათუმში- საქართველოს საგზაო დეპარტამენტს გულგრილობაში ადანაშაულებენ.

Published on

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილები საქართველოს საგზაო დეპარტამენტს გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, აღნიშნულ ქუჩაზე ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, რის გამოც საცხოვრებელი ფართების დატოვება უხდებათ. 
აქციის მონაწილეების თქმით, მშენებელი კომპანია მოსახლეობას კომპენსაციის სახით კვადრატულ მეტრზე 1000 ლარს სთავაზობს, რაც საკმარისი არ არის. ადგილობრივები საგზაო დეპარტამენტს მშენებელ კომპანიასთან შუამდგომლობას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხევვაში ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. „30 წლის განმავლობაში ამ საცხოვრებელ სახლს ვაშენებდი, რათა ჩემს შვილები ღია ცის ქვეშ არ ყოფილიყვნენ. მართალია, საჭიროა მშენებლობა და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩვენ ვერ წავალთ, თუმცა ის თანხა, რასაც კვადრატულ მეტრზე გვთავაზობენ, შეადგენს 1000 ლარს,ამ თანხად ვერ ვიყიდით საცხოვრებელს, რადგან ფართის შესაძენად ფასები 400 დოლარიდან იწყება. ყველა საბუთი მოწესრიგებული მაქვს და კანონიერი მფობელი ვარ ამ სახლის. მის ასაშენებლად უამრავი თანხა დამეხარჯა და რასაც მთავაზობენ ამ ფასად მსგავს ნამდვილად ვერ შევიძენ. ვთხოვ ხელისუფლებას მოგვაქციოს ყურადღება. სამი დღის განმავლობაში თუ არ განიხილავენ ჩვენს საქმეს ფართომასშტაბიანი აქციებს გავმართავთ“,- განაცხადა აქციის მონაწილემ ნანი ჯუმუშაძემ „ინტერპრესნიუსთან“საუბრისას. აქციაზე უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე იმყოფებოდა. იგი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს. 
"მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობის მოთხოვნა, რადგან მათი უფლებები ირღვევა. მოსახლეობა სამდღიან ვადას აძლევს ხელისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციები დაიწყება",-აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

სიახლეები

საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის მასშტაბები უპრეცედენტოა – ჯესიკა როსვოლი

ევროკომისარი ჯესიკა როსვოლი საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე საუბრობს. მისი შეფასებით, ქვეყანაში არსებული დემოკრატიული უკუსვლა...

კიევში რუსებმა მრავალსართულიან სახლს დაარტყეს – დაიღუპა ორი ადამიანი

კიევში მრავალსართულიან შენობაზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, -ამის შესახებ უკრაიმული...

საქართველო ეკუთვნის ქართველ ერს, ევროპას და არა ივანიშვილს და პუტინს – გოშიევსკა

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ევროპარლამენტარმა მალგოჟატა გოშიევსკამ საქართველოში დემოკრატიული პროცესების მდგომარეობაზე ისაუბრა და...

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...