მთავარისიახლეებისამართალირას გვიმალავს ხელისუფლება? - დანაშაულის სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

რას გვიმალავს ხელისუფლება? – დანაშაულის სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

Published on

დანაშაულის სტატისტიკა ადრინდელი პერიოდულობით  აღარ გამოქვეყნდება. ,,ეს გადაწყვეტილება მე მივიღე  და  პასუხისმგებელი  ვარ ამაზე'' -განაცხადა  შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს დანაშაულის სტატისტიკასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტირებებისას . მისი განმარტებით,  შს სამინისტროს კანონი არ ავალდებულებს, რომ სტატისტიკა გამოაქვეყნოს. 
 
”2016 წლის იანვარში გამოქვეყნდა სტატისტიკა. აქამადე იყო დათქმა, რომ ყოველთვიურად ქვეყნდებოდა სტატისტიკა, მაგრამ მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სტატისტიკა არ ქვეყნდება. არ არსებობს არანაირი რეეგულაცია, არანაირი მოთხოვნა და კანონი არ მავალდებულებს სტატისტიკის გამოქვეყნებას. აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამომიყენებს”, – განაცხადა მღებრიშვილმა. 
 
შს მინისტრის თქმით, შს სამინისტრო ფაქტობრივად კედელთანაა მიყენებული და ”ლამის კვირაში ერთხელ ვაქვეყნოთ ჩადენილი დანაშაულების შესახებ ინფორმაცია”. 
 
”სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია ერთიანი არაა. ვისაც როგორ უნდა ისე ითვლის. მე მხედველობაში მაქვს ის უწყებები, რომლებიც ითხოვენ სტატისტიკას. ამ თემას მიეძღვნა შეხვედრა, რომელიც ჩემმა მოადგილემ ჩაატარა და კონკრეტულად ახსნა ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, ყბადაღებულ თემად იქცა სტატისტიკა, თითქოს ჩვენ არ ვაქვეყნებთ და ვმალავთ რამეს. არაფერს არ ვმალავთ. ძალიან ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვთ ადამიანებს და როგორც უნდათ, ისე ითვლიან ამ სტატისტიკას. სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს, ისე როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ხდება”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...