მთავარისიახლეებიმსოფლიო" ბელარუსი ხალხი ერთ წელიწადში ცოცხლად შემჭამს. ბოდიში, მარამ „წაგვკუზეს“ ამ ნახშირწყალბადებით,...

” ბელარუსი ხალხი ერთ წელიწადში ცოცხლად შემჭამს. ბოდიში, მარამ „წაგვკუზეს“ ამ ნახშირწყალბადებით, მიმიფურთხებია ყველანაირი კავშირისთვის და ყველაფრისთვის. “- ლუკაშენკო რუსეთს ზეწოლაში ადანაშაულებს

Published on

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ მოსკოვი დაადანაშაულა მის ქვეყანაზე ზეწოლის მოხდენაში საიმისოდ, რომ ის რუსეთს შეუერთდეს და იქვე განაცხადა, რომ ამას არასოდეს დაუშვებს.

24 იანვარს, აღმოსავლეთ უკრაინაში, ქაღალდის ქარხნის მუშების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ლუკაშენკომ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთი – რომელიც ბელარუსს იაფ ნავთობს და გაზს აწვდის – იმისთვის, რომ ის ნავთობზე მინსკის დამოკიდებულებას იყენებს ქვეყნის რუსეთის წიაღში “გაქრობის” მიზნით.

„ბოდიში, მარამ „წაგვკუზეს“ ამ ნახშირწყალბადებით და არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია-მიმიფურთხებია ყველანაირი კავშირისთვის და ყველაფრისთვის. მან ეს იცის. ჩვენ კიდევ ვკანკალებთ, გვეშინია, რომ საკუთარი ქვეყანა დავიცვათ. გვეყოფა გვერდზე ყურება და სულ თეთრად და ფუმფულად ყოფნა. ჩვენ ჩვენი ინტერესები, ჩვენი სახელმწიფო და ჩვენი ხალხი გვყავს და ისინი უნდა დავიცვათ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს“, -განაცხადა ლუკაშენკომ.

ჩვენ ჩვენი ქვეყანა გვაქვს, სუვერენულები და დამოუკიდებლები ვართ. ჩვენი გონებით და ხელებით რასაც ვახერხებთ, იმას გამოვიმუშავებთ, ჩვენს ქვეყანას ვაშენებთ. და არ შეგვიძლია რომელიმე სხვა ქვეყნის ნაწილი ვიყოთ”, – განაცხადა ლუკაშენკომ და დასძინა: “მე თქვენ ვერ გიღალატებთ და ბელარუსს ვერ გავაქრობ თუნდაც მოძმე რუსეთში. … ამას რომც დავთანხმდე, ბელარუსი ხალხი ერთ წელიწადში ცოცხლად შემჭამს”.

ლუკაშენკომ, რომელიც პრეზიდენტად ამ თანამდებობის შექმნიდანვე, ანუ 1994 წლიდანვე მუშაობს, ასევე თქვა, ბელარუსის პრეზიდენტობა “პატივია, მაგრამ ნამდვილად არ მსურს უკანასკნელი ვიყო”.

ცნობისთვის, გასული წლის ბოლოს, რუსეთი და ბელორუსი ვერ შეთანხმდნენ ნავთობით მომარაგების პირობებზე და მოსკოვმა მინსკს მომარაგება შეუწყვიტა. ბელორუსში აცხადებენ, რომ რუსეთი ცდილობს სხვა ქვეყნებზეც მოახდინოს ზეწოლა არ დაუშვან ქვეყნის ნავთობით მომარაგება.

ბელარუსი ძლიერად არის დამოკიდებული რუსეთზე საწვავის და ფინანსების კუთხით და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სატრანზიტო ადგილს რუსეთის ენერგიის გასატანად ევროპაში. გარკვეული პერიოდია ბელარუსს უთანხმოება აქვს რუსეთთან ნავთობის ტრანზიტის ფასებსა და ტარიფებზე, იმ ფონზე, როცა მოსკოვი ლუკაშენკოზე მზარდ ზეწოლას ახორციელებს საიმისოდ, რომ ორ მეზობელ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გაღრმავდეს ინტეგრაცია. ორი ქვეყანა ვერ შეთანხმდა ნავთობის მიწოდების კონტრაქტზე 2020 წლისთვის, რის გამოც რუსეთმა მიწოდება შეუწყვიტა ბელარუსის გადამამუშავებელ საწარმოებს, თუმცა მიწოდება 4 იანვარს ნაწილობრივ აღდგა.

სიახლეები

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...

ზურაბ მენთეშაშვილს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

გზის განმეორებით გადაკეტვისთვის დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 9 თვით...

მოსკოვს არ უნდა მიეცეს ევროპის საჰაერო სივრცის დაუსჯელად დარღვევის უფლება – კალასი

რუსული დრონის გალაცში საცხოვრებელ კორპუსზე დაცემა რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპის საჰაერო სივრცის აშკარა და...

29-30 მაისს მოსალოდნელია ნალექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი...