მთავარისიახლეებიპოლიტიკაჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის სასტუმრო ”რედისონში” დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის სასტუმრო ”რედისონში” დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

Published on

   ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებისთვის სასტუმრო ”რედისონში” დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ერთ-ერთმა დელეგატმა საიდენტიფიკაციო კოდი ვერ წარადგინა, რასაც კამათი მოყვა. დელეგატების ნაწილი, მათ შორის სპორტსმენებიც, ფოიეში სარეგისტრაციო მაგიდასთან არიან შეეკრებილნი და სიტუაციის დროულად მოგვარებას მოითხოვენ. ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან – ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე. მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით ჩამოცილდა.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...