მთავარისიახლეებიმსოფლიოესპანეთში შტორმი "გლორია'' მძვინვარებს - დაღუპულია ცხრა და დაკარგულია ოთხი...

ესპანეთში შტორმი “გლორია” მძვინვარებს – დაღუპულია ცხრა და დაკარგულია ოთხი ადამიანი

Published on

აღმოსავლეთ ესპანეთში შტორმი “გლორია” მძვინვარებს – შედეგად დაღუპულია ცხრა და დაკარგულია ოთხი ადამიანი.

როგორც გამოცემა The Guardian წერს, ერთ-ერთი ადამიანი ვალენსიაში ჰიპოთერმიის შედეგად გარდაიცვალა, ალიკანტეს პროვინციაში ქალი კი საკუთარი სახლის ნანგრევებმა იმსხვერპლა. ფერმერი ალმერიაში მას შემდეგ მოკვდა, რაც შტორმის დროს სათბურში ჩაიკეტა, ხოლო კიდევ ერთი ადამიანი დატბორილ ტერიტორიაზე იპოვეს გარდაცვლილი.

მაშველები ჯერ კიდევ ეძებენ დაკარგულ ოთხ პირს, მათ შორისაა 25 წლის ბრიტანელი, რომელიც იმდ როს დაიკარგა, როცა თავის მოტოციკლს მართავდა ჩრდილოეთ იბიცაში. საგანგებო სიტუაციების სამსახურში თქვეს, რომ ბრიტანელის დაკარგვის შესახებ მათ კოლეგამ შეატყობინა. მისი თქმით, მან მხოლოდ მიტოვებული მოტოციკლი იპოვა.

ძლიერი ქარის, წვიმის, თოვლისა და უზარმაზარი ტალღების შედეგად ტარაგონას რეგიონში 220 ათასი ადამინი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზღვის ტალღებმა დააზიანა ბარსელონასა და ვალენსიას სანაპიროები.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...