მთავარისიახლეებისამართალისაქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ საქმეზე უშიშროების საბჭოს კონსულტანტის გამოკითხვა...

საქალაქო სასამართლოში გიგა ბოკერიასთან დაკავშირებულ საქმეზე უშიშროების საბჭოს კონსულტანტის გამოკითხვა მიმდინარეობს

Published on

ევროპული საქართველოს ლიდერთან, გიგა ბოკერიასთან, დაკავშირებულ საქმეზე 9 იანვარს საქალაქო სასამართლოში ერთერთი იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის გამოკითხვა მიმდინარეობს, რომელიც უშიშროების საბჭოს საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა. 

აკა სულავამ თავად მოითხოვა, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაეკითხათ. საინფორმაციო და პიარტექნოლოგიების ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს საქმე პოლიტიკურია. 

სხვა შეკითხვებს სულავა არ პასუხობს, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს და მას, ისევე, როგორც მის ადვოკატს, გაუთქმელობაზე აქვთ ხელი მოწერილი. 

“საქმე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურია. დამაკავებენ, თუ არა, ვერ გეტყვით. რახან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი, ვერაფერს გეტყვით,”- უთხრა სულავამ მთავარ არხს. 

სულავას ადვოკატი თორნიკე უსტარაშვილი ამბობს, რომ ის არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი პროცესის შემდეგ აკა სულავა დააკავონ. 

“საქმეს ადევს გრიფით საიდუმლო, დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს,” – ამბობს უსტარაშვილი. 

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიგა ბოკერია ამ საქმეზე პირველად 2014 წლის აპრილში გამოკითხეს. საქმე ეხება ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებს. 

5 წლის შემდეგ, 2019 წლის 15 დეკემბერს, ოპოზიციის აქციებისა და პიკეტების ფონზე, ბოკერია ამ საქმესთან დაკავშირებით გამოკითხვაზე კიდევ ერთხელ დაიბარეს. პროკურატურა ამბობდა, რომ “საქმეში ახალი დეტალები გამოიკვეთა”. საქალაქო სასამართლოში დაკითხვიდან გამოსულმა ბოკერიამ თქვა, რომ მისთვის გამოძიებას ახალი შინაარსის მქონე კითხვები არ დაუსვამს.თემები:

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...