მთავარისიახლეებისამართალიკორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში

კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში

Published on

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების საქმის არსებითი განხილვა გაიმართა.  საქმე ეხება  22 მაისს,  შუალედურ არჩევნებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საარჩევნო უბანთან მოხდარგახმაურებულ ინცინდენტს, როცა სოფლისთვის მანამდე უცნობი ადამიანების ჯგუფმა, რომელიც წინა დღეს ჩამოვიდა ზუგდიდში   ხელჩართული ჩხუბი გაუმართა  პარტიის ლიდერებსა და აქტივისტებს. შედეგად დაზიანებები მიიღო რამდენიმე მათგანმა, მათ შორის გიგა ბოკერიამ, ნიკა მელიამ, თენგიზ გუნავამ.  ექვსი ადამიანი სხვადასხვა სახის დაზიანებით ზუგდიდის რეფერელურ საავადმყოფოშიც იყო მოთავსებული, მათ შორის ორი პოლიციელი.
 თავდასხმაში მონაწილე სპორტსმენებს – გიორგი ტყემალაძეს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილს, ნოშრევან წურწუმიას და გიორგი გიგაურს ბრალი წარგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსია 239-ე (ხულიგნობა)მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ხოლო ვლადიმერ გეგეშიძეს ამავე მუხლის მესამე ნაწილით, თუმცა ისინი  თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. თავის მხრივ, დაცვის მხარე,  არ ეთანხმება  საქმის კვალიფიკაციას – დღეს პროცესზე  ადვოკატი ზურაბ ბელთაძემ აღნიშნა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფთა მხრიდან    ადგილი ჰქონდა ცემის ფაქტს და არა ხულიგნობას, როგორ ეს ამ ეტაპზეა კვალიფიცირებული. მისი თქმით, გამოძიება მიკერძოებულია, რადგან ინციდენტის მონაწილეებად წარმოდგენილები არიან მხოლოდ ეს ბრალდებულები, მაშინ როცა  ინცინდენტი პროვოცირებული იყო  ენმ-ის წევრების მხრიდან, რომელნიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ   ბრალდებულებს, რითაც საჩხუბრად გამოიწვიეს ისინი. ამასთან, სპორტსმენები მოქმედებდნენ ცარიელი ხელებით, ხოლო საპირისპირო მხარემ   ხელკეტები გამოიყენა.   ადვოკატმა განაცხადა, რომ შეუძლია სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს, რომ  ხულიგნობას ადგილი არ ქონია და ეს იყო ცემის ფაქტი.  
მოსამართლე შოთა ბიჭიამ დააკმაყოფილა პროკურორ ნუგზარ ჯიქიძის შუამდგომლობა და დამატებითი მტკიცებულების სახით დაშვებულ იქნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზის დასკვნები. დასაკითხი მოწმეების სიას დაემატა 5 ექსპერტი. 
ამის შემდეგ სასამართლომ დღევანდელი პროცესი დასრულებულად გამოაცხადა.  მომდევნო პროცესი 2017 წლის 11 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა.
მხარეებმა სასამართლო ისე დატოვეს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
 
 
 
 
 

სიახლეები

ტრამპზე თავდამსხმელი კალიფორნიელი სკოლის მასწავლებელია

ვაშინგტონში, სასტუმრო Washington Hilton-ში გამართულ თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით...

თეთრი სახლის საზეიმო ვახშამზე, სადაც დონალდ და მელანია ტრამპები იმყოფებოდნენ, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიურ ვახშამზე შეიარაღებული ინციდენტი მოხდა, რის გამოც აშშ-ის პრეზიდენტის...

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...