მთავარისიახლეებიპოლიტიკანუგზარ წიკლაური მცირემასშტაბიანი ყრილობის ჩატარების შემთხვევაში, ბოიკოტის გამოცხადებას არ გამორიცხავს

ნუგზარ წიკლაური მცირემასშტაბიანი ყრილობის ჩატარების შემთხვევაში, ბოიკოტის გამოცხადებას არ გამორიცხავს

Published on

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური მცირემასშტაბიანი ყრილობის ჩატარების შემთხვევაში, ბოიკოტის გამოცხადებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ წიკლაურმა ჟურნალისტებს პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე განუცხადა.მისივე თქმით, თუ პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არ შედის პარტიის ინტერესებში, არ გამოირიცხება არც ერთი ვარიანტი, მათ შორის ბოიკოტი იმ ყრილობისთვის, რომელიც დაინიშნება.წიკლაურის თქმით, ის შეეცდება კონსტრუქციულობა შენარჩუნდეს და სწორი გადაწყვეტილება იქნას მიღებული.”მე მხარს დავუჭერ იმ ვარიანტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს შენარჩუნებას, თავმჯდომარის პოსტზე არანაირი კენჭისყრა არ უნდა იყოს და მიმაჩნია, რომ თუ ამგვარი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მოემსახურება უპირველეს ყოვლისა, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ხელისუფლების მთავარი ამოცანა ბოლო 4 წლის განმავლობაში იყო მიხეილ სააკაშვილის დისტანცირება პარტიისგან, ეს მას არ გამოუვიდა ოთხი წლის განმავლობაში და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენი თანამებრძოლების მხრიდან მოახერხებს ამას. პოლიტსაბჭოს წინ უძღოდა რამდენიმე ათეულ პარტიულ ორგანიზაციაში ყრილობები და შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ პრაქტიკულად, ყველა პარტიული რეგიონული ორგანიზაცია მხარს უჭერს მიხეილ სააკაშვილის და მის მიერ ინიცირებულ ყრილობის ვარიანტს. ამიტომ, თუ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ერთ მხარეს იქნება მთელი პარტიული ორგანიზაცია, მეორე მხარეს იქნება პოლიტსაბჭოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, რომელსაც ”ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე” არანაირი გავლენა არ ექნება. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილება იქნება მიღებული, სამწუხაროდ, ძნელია პროგნოზირება მოვლენების სასიკეთოდ განვითარების”, – განაცხადა წიკლაურმა.ამ წუთებში პარტიის ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც პარტიის ყრილობის ჩატარებაზე და მის ფორმებზე მსჯელობენ. როგორც დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი აცხადებს, მას სურდა პოლიტსაბჭო პირდაპირ ეთერში გადაცემულიყო, თუმცა დეპუტატებმა ამაზე უარი განაცხადეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...