მთავარისიახლეებიპოლიტიკაეროვნული ფორუმის ყოფილი პოლიტიკური მდივანი გუბაზ სანიკიძე დემოკრატიულ მოძრაობას შეუერთდა

ეროვნული ფორუმის ყოფილი პოლიტიკური მდივანი გუბაზ სანიკიძე დემოკრატიულ მოძრაობას შეუერთდა

Published on

    ეროვნული ფორუმის ყოფილი პოლიტიკური მდივანი გუბაზ სანიკიძე დემოკრატიულ მოძრაობას შეუერთდა. სანიკიძის სამომავლო გეგმებზე ბრიფინგზე დღეს ნინო ბურჯანაძემ ისაუბრა.მან მომხდარს მნიშვნელოვანი და პრინციპული მოვლენა უწოდა. „ბატონი გუბაზ სანიკიძე დღეს არის ჩემს გვერდზე, ჩემს თანაპარტიელებთან ერთობლივად ის გააგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას და მე ვთვლი, რომ ეს არის ჩვენი პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული მოვლენა,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.ეროვნული ფორუმის ყოფილმა ლიდერმა კი, გადაწყვეტილება საგარეო მიმართულებით მუშაობის გააქტიურების საჭიროებით ახსნა.„ჩემი გადაწყვეტილება განსაზღვრა იმ ვითარებამ, რაც ქვეყნის შიგნით არის შექმნილი და ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორები. ეს მიმართულება არის გასააქტიურებელი და რაც მთავარია, ინტენსივობამ უნდა მოიმატოს. საქართველოს არ აქვს აზიზობის უფლება,“ – აცხადებს სანიკიძე.
 
 

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...