მთავარისიახლეებიმსოფლიომოსკოვმა ნატო-ს მოუწოდა, უარი თქვას რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნებზე -...

მოსკოვმა ნატო-ს მოუწოდა, უარი თქვას რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნებზე – ყველაზე მეტად მას ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონები ადარდებს

Published on

რუსეთმა ნატო-ს მოუწოდა, უარი თქვას რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნებზე, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვს ყველაზე მეტად ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონები ადარდებს. მისივე განცხადებით, ნატო საერთოდ არ რეაგირებს ამ წინადადებაზე, რაც მათთვის „სრულიად აუხსნელია“.

„ეს ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, როცა თავად ალიანსი საუბრობს დეესკალაციის მნიშვნელობაზე“,- განაცხადა დიპლომატმა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს ევროპაში აშშ-ის ყველაზე მასშტაბური წვრთნები გაიმართება. როგორც ცნობილია, წვრთნებში 20 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი სამხედრო ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე, ეს აშშ-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნაა, რომელსაც ევროპაში განახორციელებს.

სიახლეები

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...