მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს რუსთავი 2-ის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

დღეს რუსთავი 2-ის ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება

Published on

დღეს 15.00  საათზე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება –  ნიკა გვარამია კომპანიის საქმესთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოში მიმდინარე პროცესის თაობაზე  განცხადებას გააკეთებს.  
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხელისუფლება შეეცდება ამ დღეებში მოაგვაროს რუსთავის 2-ის საკითხი და   დიდ პალატას მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიაღებინოს. ამის შესახებ ღიად ლაპარაკობენ მედიაექსპერტები. 
მედიაექსპერტების აზრით, უზენაეს სასამართლოს კოლეგიას საქმე ქვედა ინსტანციაში უნდა დაებრუნებინა, თუმცა ეჭვს აჩენს ის ფაქტი, რომ ეს არ მოხდა და არც ზეპირი მოსმენა გაიმართა.მათი შეფასებით,  რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა მთლიანად მედია გარემოს შეცვლის ქვეყანაში.
„ფაქტია, რომ მოსამართლეებზე ახდენენ ზეწოლას. მე არ ვიცი და თავს შევიკავებ კონკრეტული გვარების დასახელებისგან, მაგრამ მათი საერთო სახელი არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება, რომელსაც ჯერ კიდევ ყელში ჰყავს გაჩხერილი რუსთავი 2. ყველაფერს გააკეთებენ და შეეცდებიან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოიცილონ თავიდან რუსთავი 2. მგონია, რომ ისინი 2016 წელს ამ პრობლემისგან რაღაცნაირად გათავისუფლდებიან,“ – აცხადებს ნინია კაკაბაძე.
მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარის თამარ კინწურაშვილის თქმით, .„რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა, შეცვლის მთლიან მედიაგარემოს ქვეყანაში და ამ თვალსაზრისით არის სახიფათო.“ 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...