მთავარისიახლეებიმსოფლიოამერიკის სამ შტატში ხმებს ხელახლა დაითვლიან. ჰილარი კლიტონს აქვს შანსი პრეზიდენტი...

ამერიკის სამ შტატში ხმებს ხელახლა დაითვლიან. ჰილარი კლიტონს აქვს შანსი პრეზიდენტი გახდეს

Published on

„მწვანეთა პარტია“ამერიკის შტატ ვისკონსინში ხმების ხელახლა დათვლის ინიციატივით გამოვიდა.  ვისკონსინის შტატის საარჩევნო კომისიამ ხმების სრულად გადათვლაზე თანხმობა განაცხადა. განაცხადი  შეიტანა. მწვანეთა პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯილ სტაინმა შეიტანა. ხმების ხელახლა დათვლას ვისკონსინის შემდეგ მიჩიგანსა და პენსილვანიაში ითხოვს. 
„ეს არჩევნებთან დაკავშირებით  მიერ წამოწყებული თაღლითობაა. არჩევნების შედეგებს პატივი უნდა ვცეთ და არ შევიტანოთ მასში ეჭვი“, – ასე შეაფასა ეს ინიციატივა  დონალდ ტრამპმა, მან აღნიშნა რომ  ჯილ სტაინმა ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 1% მოიპოვა და ზოგიერთი უბნის საარჩევნო ბიულეტენში დაფიქსირებულიც კი არ იყო. 
ხმების გადათვლის დასაწყებად, აღნიშული პროცედურის ინიციატორმა ხარჯები თავად უნდა დაფაროს, რაც რამდენიმე მილიონ დოლარს ითვლის. ამ დროისთვის 5,3 მილიონი აშშ დოლარისთვის თავის მოყრა გახდა შესაძლებელი. სავარაუდოდ, ეს თანხა საკმარისი იქნება ვისკონსინსა და პენსილვანიაში ხმების ხელახლა დასათვლელად. 
ხმების გადათვლის პროცესი მომავლი კვირის ბოლოსთვის დაიწყება. ფედერალური კანონის თანახმად, ხმის დათვლის ყველანაირი პროცედურა 13 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს. 
ჰილარი კლინტონის შტაბი ხმების გადათვლის პროცესში მონაწილეობას მიიღებს. 
ვისკონსინში, მიჩიგანსა და პენსილვანიაში ამომრჩეველთა კოლეგიის საერთო რაოდენობა 46-ს შეადგენს. ეს რაოდენობა ჰილარი კლინტონს ეყოფა იმისთვის, რომ არჩევნების შედეგები გადაიხედოს და პრეზიდენტი სწორედ ის გახდეს.

სიახლეები

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...