მთავარისიახლეებიპოლიტიკათავმდაბალი პრემიერი და ქედმაღლობისთვის დასჯილი ნაციონალები

თავმდაბალი პრემიერი და ქედმაღლობისთვის დასჯილი ნაციონალები

Published on

„არ მიყვარს პერსონალური სადღეგრძელოები,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ  პარლამენტში  მთავრობის ახალი შემადგენლობის  დამტკიცების შემდეგ გამოსვლისას –  ყოველთვის გავდივარ ხოლმე ასეთ დროს. თათბირის დროს არასდროს არ ვჯდები მაგიდის თავში, ყოველთვის შუაში ვზივარ. არც ერთ ორგანიზაციებში, სადაც მიმუშავია, არასდროს არ მიმართავს ის შიდა დაპირისპირებებისა და ინტრიგების მეშვეობით“.
თუ იგი გადის იქიდან, სადაც მას აქებენ, ახლა საქართველოს ფარგლებს გარეთ უნდა იყოს, რადგან ორი დღეა მმარველი პარტიის წარმომადგენლები მთავრობაში და პარლამენტში დითირამბებს წარმოთქვამენ ,,ამ ევროპული და ღირსეული პრემიერის'' მიმართ.
გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარ გუნდის წევრებს მიმართა და აღნიშნა, რომ დღეს ქართულ ოცნებას ეძლევა ისტორიული შანსი, ჩადგნენ იმ ადამიანთა რიგებში, რომლებმაც ქვეყანაში ისტორიულ მომენტში მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეს და ქვეყანა წინ წასწიეს. „მინდა, მოგიწოდოთ ყველას, ყველაფერი პირადული გვერდზე გადავდოთ და განვეწყოთ დიდი ბრძოლისთვის. მე ბრძოლაში პირველ რიგში შრომას ვგულისხმობ. ყველა უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ უკან მოსაბრუნებელი გზა არ არის, რადგან ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა,'' – მიმართა მან თანამოაზრებბს, რაც შეეხება ახალ მთავრობასა და მის სამოქმედო გეგმაზე განსხვავებული აზრის მქონ ნაციონალურ მოძრაობას, გიორგი კვირიკაშვილმა  განაცხადა, რომ  მათი  ქართველმა მოსახლეობამ ნაციონალური მოძრაობასწორედ  მთავარი მინუსისთვის –  ქედმაღლობისთვის არ აირჩია და მან ეს უნდა გააანალიზოს. 
 
 შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა (110-ხმით)  მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას . მთავრობის დამტკიცებას წინ უძღოდა თითქმის 10 საათიანი განხილვა.
მთავრობის ახალი შემადგენლობის წინააღმდეგ ხმა 19-მა დეპუტატმა მისცა. მინისტრთა ახალი კაბინეტი და მთავრობის პროგრამა დეპუტატებს პრემიერმა წარუდგინა. მთავრობის დამტკიცებამდე პარლამენტს პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართეს.
პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები. ნაციონალურმა მოძრაობამ უმრავლესობას მწვავე ოპონირების რეჟიმი დაუანონსა.
განცხადების შემდეგ სხდომათა დარბაზი დატოვა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, თუმცა მოგვიანებით ირმა ინაშვილი დარბაზში მიბრუნდა და სხდომის დატოვებისკენ თავისი გუნდის წევრებსაც მოუწოდა. 
ახალი მინისტრთა კაბინეტის 18 წევრიდან 2 ე.წ. ახალი სახეა. 

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...