ენმ-ს სანდო წყაროზე დაყრდნობით აქვს ინფორმაცია, რომ რუსთავი2-ის საქმეზე მიმდინარეობს ძლიერი ზეწოლა უზენაეს სასამრთლოზე.ამის შესახებ განცხადება ნიკა მელიამ დღევანდელ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა და თქვა, რომ 30 ნოემბერს სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანას სთხოვენ და ამაში იუსტიციის მინისტრია აქტიურად ჩართული.
„კონკრეტულად 30 ნოემბერს გამოტანილი უნდა იყოს გადაწყვეტილება თქვენს სასარგებლოდ, ბიძინ ივანიშვილის სასარგებლოდ. ის გადაწყვეტილება, რომლის პრეცედენტიც უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში არ არსებობს. ამ პროცესში ჩართულია 4 ადამიანი, რომელთაგანაც 2 ამ დარბაზშია წარმოდგენილი. იუსტიციის მინისტრი, ბატონი თადუმაძე, ბატონი ფარცხალაძე, და ქალბატონი გვენეტაძე.