მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე მაგრამ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას...

საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე მაგრამ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს – აშშ-ს ცნობილი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან

Published on

აშშ-ს ცნობილი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან.

სენატის საგარეო კომტეტის თავმჯდომარე ჯიმ რაში ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში (20 დეკემბერი, 2019)

,,მე ღრმად შეშფოთებული ვარ იმით, რასაც საქართველოდან სულ უფრო ხშირად ვიგებ – მმართველი პარტია ოპოზიციის ებრძვის ძალადობრივი თავდასხმებით, დაკავებებით და შევიწროვების სხვა ფორმებით. საქართველო იდგა ნათელი დემოკრატიული მომავლისკენ გზაზე და მე ვშიშობ, რომ გასული თვეების მოვლენები ქვეყანას უკან ხევს. მე დაჟინებით მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას შეასრულოს მისი პირობა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე და ითანამშრომლოს ოპოზიციასთან იმისთვის, რომ იპოვოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გონივრული, მშვიდობიანი და სამართლიანი გამოსავალი.

დემოკრატი კონგრესმენი დევიდ პრაისი ვაშინგტონში ქართული ოცნების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ( 20 დეკემბერი, 2019):

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში პოლიტიკურ მღელვარებას აქვს ადგილი. გვსურს, რომ ამ პროცესიდან საქართველო გამოვიდეს თავისუფალი, სამართლიანი და ყველასთვის მისაღები საარჩევნო სისტემით. გვესმის, რომ ამას ძალისხმევა სჭირდება. იმედი გვაქვს შედეგი პოზიტიური იქნება… მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია მართავს ქვეყანას, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ვმუშაობთ. ასევე ვმუშაობთ ოპოზიციასთან. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან და გვინდა ეს შევინარჩუნოთ. ჩვენთვის ღირებულია არასამთავრობო ორგანიზაციების, NDI-ის და IRI-ის საქმიანობა საქართველოში.

რესპუბლიკელი კონგრესმენი და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ვაშინგტონში ქართული ოცნების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ამერიკის ხმასთან ინტერვიუში (20 დეკემბერი, 2019)


[შექმნილ პოლიტიკურ კრიზისზე] პასუხისმგებლობა ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აკისრია. ეს ამერიკაშიც და სხვაგანაც ასეა. ვწუხვარ, რომ საარჩევნო რეფორმებს პარლამენტმა ხმა არ მისცა. როცა საქართველოში ვიყავი დამპირდნენ, რომ რეფორმა გავიდოდა… ვფიქრობ მხარეები უნდა დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ პრობლემის გადაწყვეტის ყველასთვის მისაღები გზა. ის სიტუაცია, რომელიც დღეს საქართველოშია, კარგად არ დამთავრდება და მხოლოდ გაგრძელდება. ამიტომ, ოპოზიციაც და მთავრობაც უნდა დაჯდეს მაგიდასთან და ერთად იპოვონ გამოსავალი. ეს არ იქნება ადვილი. მაგრამ ეს დემოკრატიის ნაწილია.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...