მთავარისიახლეებიპოლიტიკაგია ხუხაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა კომპანია „ორიფლეიმის“ მარკეტერებს შეადარა

გია ხუხაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა კომპანია „ორიფლეიმის“ მარკეტერებს შეადარა

Published on

    ექსპერტი გია ხუხაშვილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელზე, ალექსანდრე ჯეჯელავაზე კომენტარს აკეთებს. „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ხუხაშვილმა ჯეჯელავა კომპანია „ორიფლეიმის“ მარკეტერებს შეადარა:„ადამიანი არის იაფფასიან ეპატაჟზე ორიენტირებული. ქსელური მარკეტერები რომ არიან, აი, „ორიფლეიმის“, ოჯახში რომ აკაკუნებენ, მათი რიტორიკით მეტყველებს განათლების მინისტრი საქართველოში, სამარცხვინო მინისტრია. წარმოდგენა არა აქვს, რა არის განათლება. განათლების გარდა ყველაფერზე ლაპარაკობს. ამას აკეთებს იმ ფორმით, რომ რაღაც ადამიანებს მოეწონოთ მისი ფსევდოორიგინალური აზროვნება. საკუთრივ განათლების რეფორმაზე რატომ არ გველაპარაკება? იმიტომ რომ არ იცის და ლაპარაკობს ჩანთაზე, კომბლეზე, რაზეც ჩვენ სამზარეულოში ვილაპარაკებთ. განათლების მინისტრი ხარ შე კაი ადამიანო, ვიღაცა ხომ არა ხარ? საერთოდ მინისტრად ასეთი ადამიანის დანიშვნა წარმოუდგენელია რამეა და ამას ვერ ხედავს კვირიკაშვილი?“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...