მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტსა და გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდება

Published on

  საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის დედაქალაქში გაერო-ს ეგიდით ორგანიზებულ მდგრადი ტრანსპორტის პირველ გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების ფარგლებში დღეს საქართველოს პირველმა პირმა კონფერენციაში მონაწილე მაღალი დონის დელეგაციების ხელმძღვანელებთან ერთად, თურქმენეთის დამოუკიდებლობის მემორიალი გვირგვინით შეამკო, რის შემდეგაც მდგრადი ტრანსპორტის პირველი გლობალური კონფერენციის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაერო-ს გენმდივანმა ბან კი-მუნმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა გახსნეს. 
   „საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის კონფერენციებში მონაწილეობა, მითუმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც დამაკავშირებელს ევროპასა და აზიას შორის. ამ თვალსაზრისით, არაერთი საინტერესო სატრანსპორტო პროექტი იგეგმება, რომლებშიც საქართველო არის პირდაპირ ჩაბმული; ეს შეეხება ავღანეთთან მომავალ პროექტს Lapis Lazuli, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას, ახალ „აბრეშუმის გზას“ და ამ მიმართულებით ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას ყოველთვის ხაზი უნდა გაესვას. საქართველოს დელეგაცია განაგრძობს კონფერენციაში მონაწილეობას. ამავდროულად, დღეს დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები ავღანეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა. თურქმენეთში გაერო-ს ეგიდით მიმდინარე უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობას 80-ზე მეტი დელეგაციის წარმომადგენელი, მათ შორის ეუთო-ს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერიც იღებს.
 
 
 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...