მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპის ადმინისტრაცია მიზნობრივი სანქციებით უნდა დაემუქროს საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ შანტაჟს

ტრამპის ადმინისტრაცია მიზნობრივი სანქციებით უნდა დაემუქროს საქართველოს მთავრობის პოლიტიკურ შანტაჟს

Published on

ტომ როგანის სტატია – Washingtonexaminer

ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველოს ხელისუფლება უნდა გააფრთხილოს მკაცრად, რომ პოლიტიკურ შანტაჟს პოლიტიკური ლიდერების მიმართ მოჰყვება საპასუხო მოქმედებები, მათ შორის მიზნობრივი სანქციები.

ეს მძლავრი ნაბიჯები არის აუცილებელი, მას შემდგომ, რაც ხელისუფლებამ ბოლო დღეებში მოახდინა ვითარების ესკალაცია.

ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ბოლო მოვლენები, როდესაც სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან ერთად, დაკითხვაზე დაიბარეს ცნობილი ქართველი პარლამენტარი, გიგა ბოკერია, 2010-2013 წლების სავარაუდო კორუფციული დანაშაულის თაობაზე. მე ვარ სრულად ინფორმირებული, რომ ეს არის გაყალბებული ბრალდებები, რათა მოხდეს ოპოზიციის დაშინება მთავრობის საწინააღმდეგო მანიფესტაციების დასასრულებლად.

ამერიკის შეერთებული შტატები არის ქართველების დიდხნიანი მოკავშირე და ამავე დროს ქართველები იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ ისევე, როგორც ვლადიმერ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში. საუბედუროდ, ბიძინა ივანიშვილს, როგორც ყალბ ჯეიმს ბონდს, არ ადარდებს რუსული აგრესია და უახლოვდება კრემლს და მის ღირებულებებს.

ამის საწინააღმდეგოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ მხარი უნდა დაუჭიროს რესპუბლიკელი კონგრესმენების, ადამ კინზინგერის და ჯერი კონოლის ორპარტიულ წერილს, რომელიც მოუწოდებს გიორგი გახარიას, შეცვალოს კურსი. მაგრამ უნდა დაამატოს, რომ თუ საქართველოს მთავრობის წევრები, ადამიანის და ოპოზიციის უფლებების შელახვას გააგრძელებენ, მათი საბანკო ანგარიშები, სავაჭრო შესაძლებლობები და საერთაშორისო მოგზაურობები შეიზღუდება.

ავტორი: ლევან თორია

https://www.washingtonexaminer.com/opinion/trump-administration-should-threaten-targeted-sanctions-over-georgias-political-intimidation

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...