მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ეს კაბინეტი ეკუთვნით თბილისელებს, კუხიანიძის ადგილი აქ არ არის"- ოპოზიციის აქტივისტებმა საკრებულოში,...

,,ეს კაბინეტი ეკუთვნით თბილისელებს, კუხიანიძის ადგილი აქ არ არის”- ოპოზიციის აქტივისტებმა საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს

Published on

თბილისის საკრებულოში ვითარება დაძაბულია. მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი.

ოპოზიციის აქტივისტებმა საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს.

ისინი კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ. მათ კაბინეტში გააკრეს სტიკერები, წარწერით „შეცვალე“ და „ვაჟა ექიმი გმირია“. 

“ეს კაბინეტი ეკუთვნით თბილისელებს” – ამბობს ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილი.

ამ წუთებში პოლიცია კაბინეტში შევიდა და ოპოზიციის აქტივისტებს გაყვანას და კარვის აღებას ცდილობს.

რამდენიმე აქტივისტი სამართალდამცველებმა კიბეზე ძალით ჩაათრიეს, რათა ადგილიდან გაეყვანათ. დაცვამ საკრებულოდან ძალის გამოყენებით გაიყვანა საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილი. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა აღნიშნა, ხაბეიშვილი ტერიტორიას განარიდეს.

ერთერთი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც პოლიციამ ერეკლე კუხიანიძის კაბინეტიდან ძალით გამოათრია, შეუძლოდ გახდა. საკრებულოში სასწრაფო დახმარების სამსახურს ელოდებიან. ქართული ოცნების საკრებულოს წევრის, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის მტკიცებით, მათ აქტივისტი “ძალის გამოყენებით იმიტომ გამოიყვანეს”, რომ ის ცუდად იყო.

“იატაკზე ეგდო ძირს, ეს ადამიანები არ გვაძლევდნენ საშუალებას, რომ კორიდორში გამოგვეყვანა და დახმარება აღმოგვეჩინა, ეს არის ამ ადამიანების სახე… ძალის გამოყენებით უნდა გამოგვეყვანა ადამიანი, რომელიც იყო შეუძლოდ” – ამბობს ჩაკვეტაძე.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...