მთავარისიახლეებიმსოფლიოახალი ზელანდიის პოლიციამ ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპული 6 ადამიანის ცხედარი იპოვა

ახალი ზელანდიის პოლიციამ ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპული 6 ადამიანის ცხედარი იპოვა

Published on

ახალი ზელანდიის პოლიციამ კუნძულ უაიტ-აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის დროს 6 დაღუპული იპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ პოლიციის Twitter-გვერდზე გავრცელდა. 

კუნძულ უაიტ-აილენდზე, ქალაქ ოკლენდიდან 270 კილომეტრში, ვულკანი 8 დეკემბერს ამოიფრქვა. პოლიციის ინფორმაციით, ამოფრქვევის დროს კუნძულზე 47 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ავსტრალიელი, ბრიტანელი, ამერიკელი, ჩინელი და მალაიზიელი ტურისტები.

ვულკანის ამოფრქვევისას 8 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანი ხელისუფლებამ გარდაცვლილად გამოაცხადა და მათი ცხედრების ძებნის ოპერაცია დაიწყო.

საავადმყოფოებში ამჟამად 17 ადამიანი რჩება, მათგან 13 კრიტიკულ მდგომარეობაშია. კიდევ 11 დაშავებული სამკურნალოდ ავსტრალიაში გადაიყვანეს.

სიახლეები

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...

საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია-ლავროვი

5 ივნისს რუსულ პროპაგანდისტულ მედია "Известия-სთან" ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართული...

თბილისში, ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 30 წელს გადაცილებული ქალი...