მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩემი მისამართით გავრცელებული ბრალდებები სიცრუეა და სისტემა დიდი ხანია ყარს - ლელა...

ჩემი მისამართით გავრცელებული ბრალდებები სიცრუეა და სისტემა დიდი ხანია ყარს – ლელა ქებურია

Published on

ზუგდიდელი დეპუტატი ლელა ქებურია ამბობს, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერების მოსხმასთან არანაირი კავშირი არ აქვს. მისივე თქმით, ის გარკვეული დროის განმავლობაში იმყოფებოდა პარლამენტში, თუმცა ფაქტის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით შეიტყო. პარლამენტარი აბობს, რომ უმრავლესობის დეპუტატების ნაწილის მიერ მისი მისამართით გავრცელებული ბრალდებები სიცრუეა და სისტემა დიდი ხანია ყარს.

„მე როგორც გავიგე, რაღაც სუნის გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. ირაკლი კობახიძის აბსურდული განცხადებები მოვისმინე, ნივთიერებაა მოსხმულიო, ჯერ უნდა შეისწავლონ და მერე აკეთონ ეს ბრტყელ-ბრტყელი განცხადებები. სისტემა დიდი ხანია უკვე ყარს, მართლა სუნი ასდის უკვე ამ ყველაფერს , უბრალოდ ვერ გრძნობენ ამას , – ამბობს ქაბურია.

საკანონმდებლო ორგანოში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობა მოძრაობა „სირცხვილიამ“ აიღო.

სიახლეები

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა

ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი...