მთავარისიახლეებიპოლიტიკამძაფრი სუნის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ევაკუაციისკენ მოუწოდა - პარლამენტი აყროლდა

მძაფრი სუნის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ევაკუაციისკენ მოუწოდა – პარლამენტი აყროლდა

Published on

პარლამენტის სხდომაზე შესვენება გამოცხადდა. გამოძახებულია პოლიცია.მძაფრი სუნისგამოპარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატებს ევაკუაციისკენ მოუწოდა. პლენარული სხდომა შეწყდა

სუნის გამო ენძელა მაჭავარიანი და ლელა ქებურია შეუძლოდ გახდნენ.

უცნობია, რა არის მძაფრი სუნის გამომწვევი მიზეზი.

მმართველი გუნდის წარმომადგენლები მომხდარში ოპოზიციას ადანაშაულებენ.უმრავლესობა აბობს, რომ დარბაზში 2 ოპოზიციონერი შემოვიდა და გაურკვეველი ნივთიერება დაასხეს, რამაც გამოიწვია ეს საშინელი სუნი

ქართული ოცნების” დეპუტატები “გაურკვეველი ნივთიერების” სხდომათა დარბაზში შეტანას ევროპული საქართველოს დეპუტატებს ირმა ნადირაშვილს და ლელა ქებურიას აბრალებენ. პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და მოგვიანებით, ქართული ოცნების სხვა დეპუტატებმა კომენტარებში თქვეს, რომ სწორედ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია შევიდნენ სხდომათა დარბაზში და გავიდნენ, “რის შემდეგაც დადგა სუნი”.

ამ შენობაში უფრო მძიმე სუნი დგას- უკანონობის და მთავარია, ეს დავძლიოთ, თორემ ამ ყველაფერს ეშველება…  ყველანაირად ვცდილობ, რომ როგორმე საბოლოო კენჭისყრა შევაჩერო… ამ პროცესს არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს, დილიდან პროცედურა ისე დაიწყო და ისეთი უხეში დარღვევებით წარიმართა: დასკვნა არ არსებობდა, რეკომენდაცია ვის გაუწიეს და რატომ გაუწიეს, არ იყო ეს დასაბუთებული, დისკუსია არ გაიმართა, საერთოდ მსგავსი სხდომა არ მინახავს პარლამენტში. ჟურნალისტებთან დაკავშირებით რაც მოხდა, ახლა რომ უნდათ ოხანაშვილს და კილაძეს, მანდატურზე გადაიტანონ მთელი პასუხისმგებლობა, მისი დავალება იყო ეს, რაც ხდებოდა დარბაზში. მთლიანობაში ეს პროცესი არის ლეგიტიმაცია დაკარგული, ამიტომ მივმართე მე იმ კანდიდატებს, ვინც დარჩა, რომ გაიწვიონ ეს კანდიდატები უკან, გადაათვისუფლონ ქვეყანა და საკუთარი თავი ამ კრიზისისგან.

მომხდარს გამოხმაურებები მოჰყვა სოციალურ ქსელში. „აყროლდა პარლამენტი. რათ უნდა ამას ექსპერტიზა – მარტო უმრავლესობა ესწრება სხდომას და მოისვან ხელი…“ – წერს ედპ-ის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.



სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...