მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ივანიშვილი ამ სამარცხვინო მოქმედების შედეგად თვითონ მოარყევს თავის რეჟიმს'' - გიგა ბოკერია

,,ივანიშვილი ამ სამარცხვინო მოქმედების შედეგად თვითონ მოარყევს თავის რეჟიმს” – გიგა ბოკერია

Published on

კიდევ ერთი სამარცხვინო დღე იყო პოლიტიკურად ივანიშვილის რეჟიმისთვის და ამ სამარცხვინო ლიდერის პოლიტიკური კლოუნებისთვის, კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაიწერეს თავის ბიოგრაფიაში, კიდევ ერთხელ დემოკრატიას მიაყენეს ზიანი – მელიასთვის უფლებამოსილების მოხსნით კომიტეტზე, სამარცხვინო მოსამართლეების მხარდაჭერით კომიტეტზე, ჟურნალისტებზე უპრეცედენტო ძალადობით და გიორგი ვაშაძის და სხვა პოლიტიკური ფიგურების დაჭერით.  

ერთ რამეში ცდება ივანიშვილის რეჟიმი – ჩვენ გვაქვს მოთმინებაც, რწმენაც და ვიცით რესურსების გამოზოგვაც. ეს პროტესტი გაგრძელდება. მათ იმედი აქვთ, ახალი წლები მოდის, ხალხი დაიშლება და დაიღლებაო, კი, ახალი წელი მოდის, ხალხმა უნდა იზეიმოს, მაგრამ მერე შემდეგი წელი დადგება, გაზაფხულიც მოვა და იქამდეც გვაქვს დრო. რომც დაგვჭირდეს უფრო მეტი დრო, ვიდრე ქვეყანას სჭირდებოდა, ეს პროტესტი გაგრძელდება და ან გონს მოეგება თვითონ და უკან წაიღებს შეურაცხყოფას, რაც მიაყენა ქვეყანას ან ამ პროტესტის და მისი სამარცხვინო მოქმედების შედეგად თვითონ მოარყევს თავის რეჟიმსევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას აპროტესტებენ.

სიახლეები

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს

ირაკლი კობახიძე ოპოზიციისგან აღიარებას ითხოვს - "ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ აღიარების შემდეგ უკვე ყველაფერზე...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი განცხადებით, აშშ-ის საზღვაო ძალები ჰორმუზის სრუტეში გემებს მალე დაიცავს. ტრამპის თქმით, ირანის წინააღმდეგ...

ნატო ადასტურებს, რომ მოიგერიეს ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთისკენ მიემართებოდა

ნატო ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილით...