მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯარი გვყავს, ვინც არ გვყავს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი - ბაჩუკი ქარდავა

ჯარი გვყავს, ვინც არ გვყავს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი – ბაჩუკი ქარდავა

Published on

“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ საქართველოს ჰყავს ჯარი, მაგრამ არ ჰყავს პრეზიდენტი. აღნიშნული განცხადება ქარდავამ სალომე ზურაბიშვილის სკანდალური განცხადების საპასუხოდ გააკეთა.

“ჯარიც გვყავს, ყველაფერიც, რაც საჭიროა, უბრალოდ ამ ხელისუფლების პირობებში, გარკვეულწილად, ჯარის განვითარება არის შეფერხებული და უფრო მეტიც – ხშირ შემთხვევაში, მის წინააღმდეგ მუშაობაც კი განახორციელა საქართველოს ხელისუფლებამ. ვინც არ გვყავს, ეს არის საქართველოს პრეზიდენტი და არა მგონია, რომ განცხადება რომელიც მან გააკეთა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მეტყველების ბრალი. ამ შემთხვევაში, მეტყველების პრობლემებთან კი არა, გონების პრობლემებთან გვაქვს საქმე,” – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

სამეცნიერო წარმომადგენლებთან შეხვედრისას სალომე ზურაბიშვილმა მორიგი ხმაურიანი და სკანდალური განცხადება გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტისა და ქვეყნის მთავარსარდლის განცხადებით, “არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური პოტენციალი, რომ უცებ დავიპყროთ თუნდაც რეგიონი.”

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...