ნიკა მელია: ყველა ნორმალურ ქვეყანაში ზურაბიშვილი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს

0
431

როდესაც ზურაბიშვილის ეს განცხადება მოვისმინე, თავი რიგით ჯარისკაცად წარმოვიდგინე, რომელიც არის ჯარში, ყაზარმაში. რა განცდა ან შთაბეჭდილება უნდა დარჩენოდა ათასობით ქართველ ჯარისკაცს?

უმაღლესი მთავარსარდალი როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს შემთხვევითი არ არის. ეს ადამიანი არ ემსახურება საქართველოს, სახელწიფოს ინტერესებს.

ზურაბიშვილი ემსახურება ჩვენი მტერი სახელმწიფოს ინტერესებს, მგონია უკვე ყველა დავრწმუნდით ამაში. შემთხვევითი წამოცდენები ეს არაა, ესაა კარგად ნაფიქრი, გააზრებული განცხადებები, რომელიც კეთდება მისი მხრიდან.

მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი აუცლებლად დაასრულებს პრეზიდენტად ყოფნას იმპიჩმენტით.
ეს არის წარმოუდგენლად მავნე თანამდებობის პირი, რომელიც, პირდაპირ ვიტყვი, ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

ასეთი განცხადებების შემდეგ, ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ეს ადამიანი დაექვემდებარებოდა იმპიჩმენტის პროცედურებს, მათ შორის მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მაგრამ უფრო სამარცხვინო მცდელობებს ვხედავთ ქართული ოცნების მხრიდან, როგორ ამართლებენ ამ ადამიანს– ამბობს ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილზე

წინა სტატია“როიტერსის” ინფორმაციით ბაგრამის ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია – ხვალ დილიდან მოხდება პარლამენტის პიკეტირება, ვისაც შიგნით შესვლა უნდა, ღამე უნდა გაათენოს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური