მთავარისიახლეებიპოლიტიკა“როიტერსის” ინფორმაციით ბაგრამის ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია...

“როიტერსის” ინფორმაციით ბაგრამის ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი

Published on

ავღანეთში ბაგრამის ამერიკულ სამხედრო ბაზასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულია 1 და დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავღანეთის ხელისუფლებასა და ნატო-ს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორმა თავდამსხმელმა ბაზის სამხრეთ შესასვლელთან ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ავტომობილი ააფეთქა, ხუთმა შეიარაღებულმა პირმა კი – ცეცხლი გახსნა.

ავღანეთში ნატო-ს მისიის ინფორმაციით, „თავდასხმა სწრაფად შეაჩერეს და მოიგერიეს“.

როგორც ცნობილია, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ტერორისტების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის 5 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები მსუბუქად არიან დაშავებული.

სიახლეები

საიამ სტრასბურგში არჩევნების საქმეზე ოცნების საპასუხო წერილობითი პოზიცია წარადგინა

საიამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (შემდგომში „სტრასბურგის სასამართლო”) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებულ საქმეზე...

10 პროდუქტი, რომელიც ივლისში ყველაზე მეტად გაძვირდა

ივლისში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.5% იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პროდუქტებსა და მომსახურებაზე...

ცხელ საათებში თავი შეიკავეთ ქუჩაში გადაადგილებისგან – NCDC-ის რეკომენდაციები ცხელ დღეებზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს რეკომენდაციებს ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით. ისინი...

პატრიარქ კირილის თქმით, რუსეთში ატომური ბომბის შექმნით “ღვთის მადლი და წყალობა გამოვლინდა”

სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილ I-მა რუსეთში ატომური ბომბის შექმნას "ღვთის მადლი და წყალობა" უწოდა...