მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ რუდუნებით ნაშენები ქართული არმია ერთ დღეში...

ზაალ უდუმაშვილი: ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ რუდუნებით ნაშენები ქართული არმია ერთ დღეში გაანადგუროს თავისი განცხადებებით”

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ 10 დეკემბერს ქართულ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება:  მე მაინტერესებს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ატარებს ქვეყნის მთავარსარდლის სტატუსს, ხომ მოუწევს ამ სტატუსით უახლოეს მომავალში ჩვენს ჯარისკაცებთან მისვლა. როგორ უნდა ჩახედოს მათ თვალებში და როგორ უნდა უთხრას, რომ თქვენ არაფერს წარმოადგენთ საერთოდ, თქვენ არც ჯარისკაცები ხართ, არც შეიარაღება გაქვთ და არც თავი, დაიცვათ თქვენი ქვეყანა. ეს უნდა უთხრას იმ ჯარისკაცებს, რომლებიც დღეს საერთაშორისო მისიებში ამაყად ატარებენ საქართველოს დროშად და მართლა თითით საჩვენებელი და გამორჩეული სამხედროები არიან. ამ ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ რუდუნებით ნაშენები ქართული არმია ერთ დღეში გაანადგუროს თავისი განცხადებებით

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...