მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,შინ და გარეთ გაკოტრებული ივანიშვილი აგროვებს ხალხს იმისათვის, რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს,...

,,შინ და გარეთ გაკოტრებული ივანიშვილი აგროვებს ხალხს იმისათვის, რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ საქართველოში კიდევ აქვს მხარდაჭერა” – მიხეილ სააკაშვილის მიმართვა საჯარო მოხელეებს და პედაგოგებს, რომელთაც ავალდებულებენ 14 დეკემბრის აქციაზე ჩასვლას

Published on

საქართველოსმესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

,, კუთხეში მომწყვდეული ივანიშვილი რომელიც მთლიანად გაკოტრდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ახლა მთელს საქართველოში აგროვებს ხალხს იმისათვის რომ დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ მას საქართველოში კიდევ აქვს მხარდაჭერა.
მე მინდა მივმართო იმ საჯარო მოხელეებს რომელთაც ავალდებულებენ ამ აქციაზე ჩამოსვლას, მე მინდა მივმართო ჩვენს საყვარელ პედაგოგებს რომლებიც მოჰყავთ აქციაზე.
ამ ჩამოსვლით თქვენ პრაქტიკულად მხარს უჭერთ იმ ადამიანს რომელმაც თითოეული თქვენგანი მიიყვანა უკიდურეს გაჭირვებამდე და გაღატაკებამდე,
თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს ვინც ახლა მაგალითად ჩემს აშენებულ საავადმყოფოებში გააუქმა სახელმწიფო პროგრამები და თქვენ უფასოდ ვეღარ იმკურნალებთ ვერსად,
თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს რომელმაც გაძარცვა საქართველო და რამდენიმე მილიარდი ლარი ამოიღო თქვენი ჯიბეებიდან ბოლო წლების განმავლობაში,
თქვენ მხარს უჭერთ იმ ადამიანს ვინც აპირებს რომ ციხეში ჩასვას საქართველოს სამხედროები იმისათვის რომ დაიცვეს ქვეყანას.

ახლახანს მან აფრინა თავისი მინისტრი წულუკიანი ჰააგაში და ის ეხვეწებოდა საერთაშორისო სასამართლოს რო მსასწრაფოდ გაამტყუნონ ქართველი სამხედროები.
თქვენ მხარს უჭერთ საქართველოს მტრებს და თქვენ მხარს უჭერთ თქვენი კეთილდღეობის კონკრეტულ მტერს.
მე ვიცი რო მათ მხარს არ უჭერთ მაგრამ ნუ შექმნით იმის ილუზიასაც კი რომ ამ საქართველოს დამაქცევარს აქვს რამე მაინც მხარდაჭერა საქართველოში.
ჩვენ ხო ვიცით რომ ეს მას არ აქვს.
ჩვენ უნდა დროზე ჩამოვაშოროთ ეს ადამიანი, უნდა შევქმნათ უამრავი ახალი სამუშაო ადგილი უნდა დავაბრუნოთ ჩვენი გასული ადამიანების დიდი ნაწილი.
ივანიშვილის გეგმა საქართველოს გენოციდი უნდა ჩავშალოთ.
მოდით ნუ გავხდებით ამ ყველაფრის უნებური თანამონაწილე.

საქართველოში აუცილებლად გათენდება!-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში

სიახლეები

ლევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა- არქიმანდრიტმა ხაბეიშვილი მოინახულა

არქიმანრიტმა დოროთე ყურაშვილმა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა. არქიმანდრიტის თქმით, მან პოლიტიკოსის აზიარა და...

გიორგი კანდელაკი და მასთან ერთად დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ...

გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...