მთავარისიახლეებიპოლიტიკაფოთში პედაგოგებს აიძულებენ, 14 დეკემბერის კონტრაქციის დასასწრებად წავიდნენ - ბრიფინგი ,,ნაციონალური...

ფოთში პედაგოგებს აიძულებენ, 14 დეკემბერის კონტრაქციის დასასწრებად წავიდნენ – ბრიფინგი ,,ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის ოფისში

Published on

გვაქვს ინფორმაცია, რომ ფოთში პედაგოგებს აიძულებენ, 14 დეკემბერს კონტრაქციის დასასწრებად წავიდნენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების” დირექტივით ხდება. იგი უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს ყველა იმ პირს, რომელსაც, როგორც თავად ამბობს, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას აიძულებენ.

„ხელისუფლება ახალგაზრდების საწინააღმდეგოდ აგროვებს ხალხს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ფოთიდან ძალდატანებით უნდათ პედაგოგების წაყვანა. საჯარო მოხელეებსაც კი არ უნდათ იქ წასვლა. სისხლით მოპოვებული პროპორციული არჩევნების დათმობა, ნამდვილად არ უნდა ახალგაზრდებს და არც დათმობენ. ჩვენც მათ გვერდით ვდგავართ და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ქართველი ხალხი ამ გადაგდებას არ აპატიებს  ბიძინა ივანიშვილს. ჩვენი ქალაქიდან ნებაყოფლობით არავის არ უნდა წასვლა, მაგრამ აძალებენ“, – განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.

ბრიფინგის შემდეგ ცხვიტარია ფოთის საგანმანათლებლო რესურს ცენტრში მივიდა და ხელმძღვანელს აღნიშნული პროცესისაგან გამიჯვნა სთხოვა. რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გოჩა ქორქიამ აღნიშნული ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ყველა პედაგოგი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალია.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...