მთავარისიახლეებისაზოგადოებაეკო აქციის ფარგლებში კოკის საჯარო სკოლაში ნერგები დარგეს

ეკო აქციის ფარგლებში კოკის საჯარო სკოლაში ნერგები დარგეს

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი CENN–ის (კავკასიის გარემოსდაცვითიარასამთავრობო ორგანიზაცია) მიერ ორგანიზებულ სასკოლო კონკურსში ნიკო კეცხოველის  I,II  და III ხარისხის პრემიის მოსაპოვებლად. სკოლაში ჩამოყალიბებულია ეკოჯგუფი, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ეკოლოგიური პრობლემების გამოვლენასა და მოგვარებაში.10 ნოემბერს ჩვენს სკოლას CENN–მა საჩუქრად გადმოსცა 20 ძირი ნერგი (პანტა–5 ცალი, მუხა – 5 ცალი, სოჭი–5 ცალი და აკაცია –5 ცალი). ნერგების დასარგავად სკოლის ტერიტორიაზე წინასწარ მოხდა  სქემის მიხედვით ორმოების ამოღება და მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავება. ნერგების დარგვაში მოსწავლეებთან,  მასწავლებლებთან და დირექტორთან  ერთად მონაწილეობა მიიღო სოფელ კოკის რწმუნებულმა რევაზ ხუბუამ, რომელმაც აღნიშნა, რომ გამწვანების პროცესი ჩვენს რეგიონში უნდა გაგრძელდეს.მოსწავლეების მიერ თემის გამოკითხვამ ცხადყო, რომ მოსახლეობა შეწუხებულია მწვანე საფარის გამეჩხერების გამო და გამოხატავს მზადყოფნას, რომ თვითონაც მიიღოს მონაწილეობა ამ საშვილიშვილო საქმეში.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....