მთავარისიახლეებისაზოგადოებაამ ჟურნალისტს ნუ დაავიწყდება, როცა რამდენიმე თვის წინ, მძიმე განსაცდელის ჟამი ედგა,...

ამ ჟურნალისტს ნუ დაავიწყდება, როცა რამდენიმე თვის წინ, მძიმე განსაცდელის ჟამი ედგა, მთელი ეპარქია გვერდით დაუდგა – მღვდელი დიმიტრი ვეკუა

Published on

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის პრეს-მდივანი, მღვდელი დიმიტრი ვეკუა ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერის ოჯახისა და ახლობლების მიმართ “მთავარი არხის” ჟურნალისტის ემა გოგოხიას ბრალდებებს ეხმაურება. გოგოხიას პასუხად, რომელიც ამბობს, რომ მამამისთან მივიდნენ და უთხრეს, რომ თუ მისი შვილი ნარკოტიკების თემას არ მოეშვებოდა, ერთი ტყვია მისთვის იყო, მღვდელი აბსურდულს უწოდებს. დიმიტრი ვეკუას თქმით, თუ ვინმესთან დადიან სახლში სასულიერი პირები, მხოლოდ მისიონერული საქმიანობისთვის.

“ჩემთვის, როგორც რიგითი მღვდლისთვის, სასულიერო პირის მხრიდან მუქარა უცხოა. მსგავსი ხასიათის ქცევას სამღვდელო პრაქტიკა არ ითვალისწინებს. ქალბატონ ემა გოგოხიას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ თუ ვინმესთან სახლში მივდივართ, მივდივართ მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი მისიონერული საქმიანობა განვახორციელოთ, ვაკურთხოთ სახლი, ვაზიაროთ დავრდომილი და ღვთის სიტყვა ვიქადაგოთ.

ჩვენ, ქრისტეს ანდერძის აღმსრულებლებს, ერთადერთი იარაღი გვაქვს მიწიერ ეკლესიაში, რომელსაც ლოცვა ჰქვია და იგი ცამდე წვდება, არავითარი სხვა იარაღი ჩვენ არ გაგვაჩნია. ლოცვას ყოველგვარი ბოროტი მოდგმის განდევნა შეუძლია და მღვდლებიც მხოლოდ მსგავსი საქმიანობისთვის არიან ეკლესიაში დადგენილნი და არა სხვა არაადექვატური თუ დესტრუქციული ქმედებებისთვის.

ზუგდიდს ღირსეული სამღვდელოება ჰყავს და ნურავინ ეცდება ჩირქი მოსცხოს ამ თავდადებულ ადამიანებს. არავის არაფერს ვამადლით და ნურავის ეგონება, რომ ახლა რაღაცით ვსპეკულირებთ ვიღაცის წინაშე, მაგრამ ამ ჟურნალისტს ნუ დაავიწყდება, როცა რამდენიმე თვის წინ, მძიმე განსაცდელის ჟამი ედგა, მთელი ეპარქია გვერდით დაუდგა ფიზიკურად თუ მორალურად და ლოცვებს აღავლენდა მისთვის. სამართალი ურმით დადის და ისევ თავის ადგილზე მივა! პირადად მას და მისი ტელევიზიის მესვეურებს კი ვურჩევდი, რომ ემსახურონ ნამდვილი ჟურნალისტიკის პრინციპებს და არა სიცრუეს“, – წერს დიმიტრი ვეკუა.

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულისტვის ბრალდებული ბერის გიგა ქავთარაძის სასამართლო პროცესის შემდეგ, ჟურნალისტ ემა გოგოხიას თქმით, მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ბერის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. ფაქტზე გამოძიება 151-ე და 154-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მუქარას  და ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

სიახლეები

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...