მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კობახიძე ევრონესტის თავმჯდომარზე განაწყენებულია: ,,ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, დღეს უწოდებენ...

ირაკლი კობახიძე ევრონესტის თავმჯდომარზე განაწყენებულია: ,,ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, დღეს უწოდებენ პოლიტპატიმრებს”

Published on

პარლამენტის ყოფილი სპიკერი და ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ევრონესტის თანათავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის, ნათქვამს ეხმაურება, რომ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან. 

“ამ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტში შეჭრას, დღეს უწოდებენ პოლიტპატიმრებს, ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ბუნებრივია,”- ამბობს კობახიძე. 

კითხვაზე, თუკი ყველაფერი დღესავით ნათელია, რატომ ვერ შეძლო ქართული ოცნების გუნდმა დასავლელი პარტნიორების დარწმუნება ამაში, კობახიძე პასუხობს, რომ “ყველა დარწმუნებულია, ვინც უნდა იყოს დარწმუნებული”. 

კობახიძის თქმით, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირები პოლიტმატიმრებად ვერ ჩაითვლებიან, რადგან მათ კანონი დაარღვიეს. 

“მარტივი საკითხია, მსჯელობა ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება,”- ამბობს ირაკლი კობახიძე, რომელსაც 20 ივნისს სპეცრაზმის მიერ ანტისაოკუპაციო, მშვიდობიანი მანიფესტაციის ძალადობრივად დარბევის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია. 

ევროპარლამენტის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი, ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების გამო დაკავებულები პოლიტიკური აქტივობის გამო იდევნებიან.

კუბილიუსმა თქვა, რომ მათ აქვთ 87 ადამიანისგან შემდგარი სია, რომელიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ მათი აქტივობის გამო დემონსტრაციების დროს. 

სიახლეები

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო-უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო...

საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის ცნობით, 2026 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით...

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...